x
ჟორჟოოო
უგემრიელესი ქათმის შაურმა, რომელიც დაგავიწყებთ ყველა ცნობილი შაურმის გემოს!

image


ინგრედიენტები:
6 ცალი საშუალო ზომის სომხური ლავაში
3 ცალი საშუალო პომიდორი
3 ცალი საშუალო კიტრი
ნახევარი კილო ქათმის ფილე
2 ცალი საშუალო ზომის ხახვი
1/4 ჭიქა ლიმონის წვენი
სალათის ფურცლები, ქინძი
მაიონეზი
3 კბილი ნიორი
შავი/წითელი პილპილი
მარილი
მომზადების წესი:
სოუსი - 1 ჭიქა მაიონეზი გახსენით 4 სუფრის კოვზ წყალში. დაუმატეთ დაჭყლეტილი ნიორი, წითელი პილპილი და მარილი გემოვნებით. აგრეთვე შეურიეთ ძირა და1/4 ჭიქა ლიმონის წვენი.
შეწვით და წვრილად დაჭერით ქათმის ფილე, აგრეთვე პომიდორი, კიტრი და ხახვი (შეწვის გარეშე :)). ლავაში დააფინეთ ისე, რომ ორმაგი გახდეს. წაუსვით მომზადებული სოუსი, დაადეთ სალათის ფურცლები და დააყარეთ დაჭრილი ინგრედიენტები. გადახვევისას ცომს ჯერ "ყურები" შეუკეცეთ, ხოლო შემდეგ გადაახვიეთ. ბოლოს გააცხელეთ, უკიდურეს შემთვევაში ტოსტერში

გემრიელად მიირთვით :))

0
1059
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ჟორჟოოო
ჟორჟოოო
1059
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0