x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
იუნკერთა საფლავის მიმდებარე ტერიტორიაზე 40 სართულიანი შენობა აშენდება
ბათუმში, გამსახურდიას მოედანზე, ქართველ მეომართა საფლავების გვერდით 40-სართულიანი მრავალფროფილიანი შენობა აიგება. 2012 წლის 17 მარტს 2 902 კვმ მიწის ნაკვეთი ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, თურქულმა კომპანიამ „ სისთენ ინშაათმა“ იყიდა. კომპანიამ 2013 წლის 15 იანვრამდე აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობა უნდა დაიწყოს, 2016 წლისთვის კი, შენობა ექსპლუატაციაში უნდა შევიდეს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქონების მართვისა და პროვატიზების სამსახურის უფროსის, ზურაბ ჭურკვეიძის განცხადებით, ახალი მშენებლობა საფლავთან მისასვლელ გზას არ ჩაკეტავს. შეგახსენებთ, ბათუმის საკრებულომ იუნკერთა საფლავების ტერიტორიის ნაწილის აჭარის მთავრობისთვის გადაცემის საკითხზე 2011 წლის 29 დეკემბერს იმსჯელა. უმრავლესობის გადაწყვეტილებით, 761 კვ.მ მიწის ნაკვეთი ქალაქის მუნიციპალიტეტის მფლობელობაში დარჩა, სადაც იუნკერთა საფლავი და სკვერია განთავსებული
0
39
2-ს მოსწონს
ავტორი:ალეკსანრდე 13
ალეკსანრდე 13
39
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0