x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ხილის სალათის ნაყინი - ორიგინალური, გემრიელი და სასარგებლო ნუგბარი

image

ეს ერთი შეხედვით უცნაური ხილის სალათი ძალიან ჰგავს ხილის ნაყინს, მაგრამ ამ უკანასკნელისგან განსხვავებით, დიდი რაოდენობით ვიტამინს შეიცავს და, შესაბამისად, გაცილებით სასარგებლოა. ასე რომ, ნაყიდი ნაყინის მაგივრად თქვენი პატარებისთვის (და არა მხოლოდ პატარებისთვის) ამ მარტივი ნუგბარის შეთავაზება ნამდვილად აჯობებს.


მოსამზადებლად დაგჭირდებათ:


მარწყვი - 150 გ.


ანანასი - 1 ცალი

ბანანი - 3 ცალი

უშაქრო იოგურტი ან არაჟანი - 500 გ.

შაქარი - 0.5 ჩ.ჭ. (ან მეტი, თქვენი გემოვნებით)

ნიგოზი - 150 გ.

ნაღები 30-35% - 300 გ.


ცხადია, ხილი შეგიძლიათ შეცვალოთ და თქვენთვის სასურველი სახეობები გამოიყენოთ.


ხილი დავჭრათ კუბიკებად. ნიგოზი დავფქვათ ბლენდერში. ხილი და ნიგოზი მოვათავსოთ კონტეინერში. დავასხათ იოგურტი და კარგად ავურიოთ. ავთქვიფოთ ნაღები, შევათქვიფოთ შაქარი და ფრთხილად ავურიოთ ჯამში მოთავსებულ მასას. მოვუსწოროთ თავი, დავახუროთ თავსახური და 2 საათით გავყინოთ საყინულეში.


imageimageimageimage



გაყინული სალათი გადმოვიღოთ კონტეინერიდან და დავჭრათ სასურველ ფორმებად.


მიირთვით მანამ, სანამ გალღვება!



0
445
5-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
445
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0