x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
უგემრიელესი საზაფხულო "ბისკვიტი", რომელშიც კალორიები არ არის
image




ბისკვიტი კალორიების გარეშე - არ გჯერათ, რომ ასეთი რამ არსებობს? მართალი ხართ! მაგრამ თუ სიტყვა "ბისკვიტს" ბრჭყალებში ჩავწერთ და ფქვილის, კვერცხის, შაქრისა და კარაქის ნაცვლად ერთ მოზრდილ საზამთროს ავიღებთ, ნამდვილად შევძლებთ საზაფხულო, უკალორიო "ბისკვიტის" მქონე ტორტის მომზადებას.

ამგვარი ორიგინალური და გემრიელი დესერტით ნამდვილად მოიწონებთ თავს სტუმრებთან. რაც მთავარია, ზაფხულის ცხელ დღეებში აღარ მოგიწევთ თქვეფა და გაზქურასთან ტრიალი.


მაშ ასე, "მაგიური ბისკვიტის რეცეპტი" ასეთია: აიღეთ სასურველი ზომის საზამთრო, გადაჭერით ზედა და ქვედა ნაწილი ისე, რომ საზამთრო ლანგარზე ადვილად "დადგეს" და გვერდებზე შემოათალეთ კანი. სამზარეულოს ხელსახოცით შეძლებისდაგვარად შეაშრეთ წვენი. მივიღებთ მშვენიერ, წითელი ფერის "ბისკვიტს", რომელიც, სურვილის შემთხვევაში, შეგვიძლია რამდენიმე ფენად გავჭრათ, ან გაუჭრელად მოვრთოთ.


image



imageimage

















ამის შემდეგ იწყება ტორტის მორთვა. შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი თქვენთვის სასურველი კრემი: ათქვეფილი ნაღები, ბეზეს კრემი და ა.შ.


მორთვაც თქვენივე ფანტაზიის მიხედვით შეგიძლიათ: ხილით, ნუშით, შოკოლადით...


აჯობებს თუ კრემიც და მოსართავებიც შედარებით მსუბუქი იქნება და ეს უკალორიო "ბისკვიტი" ზედმეტად არ დამძიმდება.


imageimage









0
391
2-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
391
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0