x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
როგორ შევიცნოთ საკუთარ თავში ამპარტავნება?
image

ამპარტავნება არის ძნელად განსაკუთრებული, საშინელი სულიერი დაავადება- უკიდურესი თავდაჯერებულება, რომელიც უარყოფს ყოველივეს რაც მისეული არ არის. წმინდა მამები მას "სატანის თესლს" უწოდებენ. ეს არის სისასტიკის, მრისხანების, სიავის, გაღიზიანების წყარო, ღვთის შეწევნის უარყოფა. ამპარტავანი საკუთარ ნებებს იკმაყოფილებს და სხვებს საკუთარი"მე"-ს გამო ამცირებს. ამპარტავნები ღვთის კანონების დაუმორჩილებლობით საკუთარ თავს ღვთის შეწევნას აკლებენ და ცხოვრების ნებისმიერ გზაზე მარცხდებიან. ხორციელად ცოცხლები, სულიერად მკვდრები არიან და სიცოცხლეშივე ისეთ ჯოჯოხეთურ ტანჯვას განიცდიან, როგორიცაა: მარტოობა, დარდი, მჭმუნვარება, სევდა, სიძულვილი და სასოწარკვეთა.



ამპარტავნების ცოდვა განვითარების რამდენიმე სტადიას გადის. ის მედიდურობიდან იწყება. მედიდურობის სიმპტომებია: ქების წყურვილი, ყვედრების სულსწრაფობა, უნდობლობა, ეჭვიანობა, გულღრძობა, სხვათა განკითხვა, ბოდიშის მოხდის გაძნელება, საკუთარი თავის უკეთ წარმოჩენა და მანკიერებების დამალვა. ეს სწორედ ის სიმპტომებია, რომელთა თანახმად ადამიანი ცდილობს საკუთარი ცოდვები დამალოს. ამ ავადმყოფობის ზრდასთან ერთად კი იზრდება საკუთარ თავზე წარმოდგენებიც და თუ ადამიანი ამ ცოდვებს დროულად არ გააცნობიერებს, ავადმყოფობა უფრო გამძაფრდება. ამპარტავანი ადამიანების განწყობილება ამ სტადიაში ფუჭდება, რადგან გარშემომყოფთა წინააღმდეგობას აწყდება. ის თანდათან უფრო გაღიზიანებული, ჯიუტი, ანჩხლი, ყველასათვის აუტანელი ხდება. ბუნებრივია თუ მას გაურბიან, თუმცა ის თავის სიმართლეში დარწმუნებულია და თვლის რომ მისი გაგება არავის სურს. მის გულში გულისწყრომა და სიძულვილი, ზიზღი და ქედმაღლობა იმკვიდრებს, სული კი შავ-ბნელი და ცივი უხდება; გონება ებინდება და ყოველგვარი მორჩილებიდან გამოდის, სწორედ ასეთი ამპარტავნები ქმნიან და იწვევენ განხეთქილებებსა და კონფლიქტს.


image



"როგორ შევიცნოთ საკუთარ თავში ამპარტავნება"?



რომ გაიგო, შეიგრძნო, დააკვირდი საკუთარ თავს თუ როგორ გრძნობ, როდესაც გარშემომყოფნი რაიმეს შენებურად არ აკეთებენ, თუ ამ დროს სხვის დაშვებულ შეცდომაზე მისი გასწორების და დახმარების სურვილის მაგიერ გიპყრობს სიძულვილი და მრისხანება- შენ ამპარტავანი ხარ. თუ მოკრძალებული შენიშვნები შენთვის შეურაცხმყოფელია- შენ ამპარტავანი ხარ. შენში არსებული ღირსებების ქება თუ გსიამოვნებს- შენ ამპარტავანი ხარ, თანაც ღრმად ამპარტავანი.


არ იფიქრო ჩემო მეგობარო, რომ ამპარტავნება ისეთი ვნებაა, ისეთი სულიერი ავადმყოფობაა, რომელიც ადამიანის ორგანიზმში ფიზიოლოგიურ და პათოლოგიურ ცვლილებებს იწვევდეს და მხოლოდ ზოგიერთისთვის იყოს დამახასიათებელი. შეიძლება ითქვას, რომ ამ ავადმყოფობით მთელი კაცობრიობაა შეპყრობილი, გარდა ჭეშმარიტად თავმდაბალი, მორჩილი უმცირესობისა. ამავდროულად კი ამპარტავნება ფარისევლური მორჩილების საბურველშია გახვეული, ამიტომ ის მთლიანად არ მჟღავნდება და ხშირად საკმარისად ვერ ვაფასებთ. ადამიანთა მოდგმის მთელი სხვადასხვა დანაშაულობებით "ის" ჩვენზე ყოველთვის იმარჯვებს.


image



P.S. დარწმუნებული ვარ ბევრმა შეიცნო საკუთარი თავი და უპირველესი მე ვარ. ამიტომ სანამ დროა გამოვფხიზლდეთ, გავაცნობიეროთ ეს უკანასკნელი- ჩვენი სულის მავნებელი და აღმოვფხვრათ, რათა განწმენდილი სულითა და გონებით ღირსნი გავხდეთ ცხონებისა. ღმერთს ებარებოდეთ!

13
276
17-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
276
  
2014, 15 ივნისი, 22:16
მაპატიე და ბოდიში არ მიჭირს მაგრამ როცა ჩემს ნაკლზე საუბრობენ :(((((((((

ასე რომ ვეცადოთ სულის ნაყოფების გამომუშავებას რომელიცაა- სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელობა, სიკეთე ,ყოველივე კარგი,რწმენა,რბილი ხასიათი და თავშეკავება
2014, 15 ივნისი, 21:09
აღმოვაჩინე ჩემი თავი :( ბოდიშის მოხდა და პატიების თხოვნა რაღაც საშინელება მგონია და არ მიყვარს...სასიამოვნოა,როცა მაქებენ,მაგრამ არასდროს არ ამვარდნია თავში ეგ კარგია მგონი :))
2014, 15 ივნისი, 18:39
სწორედ ეგრეა გენაცვალე..
2014, 15 ივნისი, 18:32
რომ იტყვი ამპარტავანი არ ვარო ესეიგი ან ამ ცოდვის არსი არ გესმის ან მართლა "ზე" ამპარტავანი ხარ :)
2014, 15 ივნისი, 18:30
გაიხარე რუსუდან :* :* :*
2014, 15 ივნისი, 18:25
ამპარტავანი ყველა ადამიანია მეტნაკლებად.ვინც თვლის რომ უნაკლოა და არც ამპარტავანია,ამის გაფიქრებაც ცოდვაა და ამპარტავნობითაა სწორედ ის შეპყრობილი.ზოგის ამპარტავნობა კარგად შენიღბულია და შეუიარაღებელი თვალით შეუმჩნეველია,ზოგი კი აშკარად ამჟღავნებს ამას.არ გეწყინოთ ჩემო საყვარელო მანდილოსნებო და ქალების ამპარტავნობა უფრო თვალში საცემია,ისე არც მამაკაცები არიან დაზღვეული ამ ცოდვისგან.მიმოვიხედოთ ირგვლივ და პირველ რიგში ჩვენს გულებში ჩავიხედოთ თუ შეგვიძლია რომ ვთქვათ რომ არ ვართ ამპარტავნები...ნეტამც შეგვეძლოს ამის უარყოფა...ძალიან კარგი და დამაფიქრებელი სტატიაა მაკუშ.ყოჩაღ...1000+
2014, 15 ივნისი, 18:21
გვმართავს "უხილავი", ერთხელ რომ გაბედავ, მერე აღარ გაგიჭირდება და მთლად უკეთესი- აღარც დაგჭირდება საქმიდან გამომდინარე მობოდიშება :*
2014, 15 ივნისი, 18:19
ნუ მასე ყველა ამპარტავანია მაკ და ცოდვილი მაგრამ ყველაზე საშინელი ისეთი ადამიანია რომელსაც არავინ მიაჩნია თავის ტოლად,ყველას ზემოდან დაჰყურებს და დასცინის.მე რა მემართება ხოლმე იცი?აი მეგობრებს,დაქალებს და ასე შემდეგ ბოდიშს მოვუხდი და შეიძლება მაპატიეც ვუტხრა მაგრამ აი ოჯახიც წევრებზე შანსი არ არი რომ ეგ ამომივარდეს პირიდან.კუდი ყავარზე მაქ წაგდებული
2014, 15 ივნისი, 18:13
აი, სწორედ მაგიტომ, რომ არ იცი :*:*:*:* სტადიები აქვს ამპარტავნებას თეკლა და ყველა ერთ დონეზე არა, მაგრამ გარკვეულ წილად უმეტესი ასეა შეპყრობილი, მე თამამად (ჩემდა სამარცხვინოდ) ხმამაღლა ვიტყვი რომ ვარ ამპარტავანი :((
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10