x
image
worldsport.ge
მოურინიუ კურტუას დააბრუნებს, რამირესს შეინარჩუნებს

imageლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიუმ ესპანურ "მარკასთან" საუბრისას აღნიშნა, რომ ცენტრალური ნახევარმცველის რამირესს გაყიდვას არ აპირებს და ტიბო კურტუას მუნდიალის დასრულების შემდეგ კლუბში დააბრუნებს.
"რამირესი "ჩელსიში" რჩება, ის არ იყიდება. მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობასთან კარგი ურთიერთობა მაქვს და მათ ეს ინფორმაცია აქვთ. მათ აგრეთვე იციან, რომ ვარანით და ხედირათი დაინტერესებული არ ვარ. რაც შეეხება ტიბო კურტუას, ბელგიელს მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ლონდონში დავაბრუნებ." _ განაცხადა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.
გუშინ, ბელგიის ეროვნული ნაკრების კარის დარაჯმა ტიბო კურტუამ დაადასტურა, რომ მოურინიუსთან პირადი საუბარი ჰქონდა. დღეს კი, პორტუგალიელმა სპეციალისტმა ახალგაზრდა მეკარის "ჩელსიში" დაბრუნება დაადასტურა.
ბოლოდროინდელი ინფორმაციით, “რელის” თავკაცი, კარლო ანჩელოტი ბრაზილიელი ნახევარმცველისადმი ინტერესს იჩენდა, თუმცა ლონდონელები რამირესის გაშვებას არ აპირებენ.

გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
23
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
23
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0