x
image
worldsport.ge
ესპანეთისთვის უიღბლო 13 ივნისი

imageესპანეთის ეროვნულმა ნაკრებმა 1963 წლის 13 ივნისს 2:6 წააგო შოტლანდიასთან. მას შემდეგ ესპანეთს ერთ შეხვედრაში 5 ბურთი (ან მეტი) არ ჰქონდა გაშვებული და აი, ისევ 13 ივნისს გაუშვა – 51 წლის შემდეგ. ვისენტე დელ ბოსკეს გუნდმა 1:5 წააგო ჰოლანდიასთან.
აქვე, ჩავისა და იკერ კასილიასის კომენტარები:
ჩავი: “ჩემს კარიერაში ყველაზე მზიმე მარცხია. საშინლად ვითამაშეთ, მაგრამ ქომაგებს ვთხოვ, რომ მხარი დაგვიჭირონ. თავს არ მივცემთ უფლებას, რომ ჯგუფური ეტაპის შემდეგ შინ გამგზავრება მოგვიწიოს. ესპანეთის ნაკრები რჩება იმ ძალად, რომელსაც კიდევ შეუძლია ტიტულის მოგება”.
კასილიასი: “ჰოლანდიამ ფენომენალური მატჩი ჩაატარა, ჩვენ კი ცუდად ვითამაშეთ. ჩემი ბრალიც იყო, კარგად ვერ ვმოქმედებდი. რაც მოხდა, მოხდა. დრამატიზება არ ღირს. ჩვენ მსოფლიოს ჩემპიონები ვართ და მესმის, რომ კრიტიკა საფუძვლიანია, მაგრამ სჯობს, რთული ვითარებიდან გამოსვლაზე ვიფიქროთ. ეს არ ყოფილა გადამწყვეტი წაგება”.


ილია ნანობაშვილი

www.worldsport.ge

0
21
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
21
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0