x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ჩიბუხა, ფრინველი რომელმაც დაუდო საფუძველი საყოველთაოდ გავრცელებულ სიტყვას-სნაიპერი


image
"Great Snipe" ფრინველი, რომელიც ჩვენთვის ცნობილია ჩიბუხას სახელით, ერთერთი ყველაზე სწრაფი ფრინველია ფრინველთა სამყაროში.
მართალია ბევრია მასზე სწრაფი ფრინველებიც, მაგრამ ამ ფრინველს ფრენის უცნაური მანერა ახასიათებს, სხვა ფრინველებისაგან განსხვავებით ის ზიგზაგისებურად მიფრინავს და სწორედ ფრენის განსაკუთრებული თავისებურების გამო მონადირისათვის ძნელი "მოსახელთებელია".
შვედმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ეს ფრინველი შორ მანძილზე გადაფრენის "ჩემპიონია", ჩიბუხა 6500 კმ მანძილზეც კი ინარჩუნებს საშუალო სიჩქარედ 100კმ/სთ სიჩქარეს, რაც დამეთანხმებით საკმაოზე მაღალი სისწრაფეა.
სტატიის სათაურიდან გამომდინარე გაგიჩნდებათ ლოგიკური კითხვა-სად ჩიბუხა და სად სნაიპერიო!
საქმე შემდეგშია: ჩიბუხას ინგლისურად "დიდი სნაიპი" (Great Snipe) ჰქვია და როცა 1770 წელს ჩუბინმა მსროლელმა ამ ფრინველის ერთერთი წარმომადგენელი ფრენისას ჩამოაგდო, მას "სნაიპერი" ანუ "სნაიპის" მომნადირებელი უწოდეს.
აქედან ჰპოვა გავრცელება სიტყვა სნაიპერმა, რომელსაც ჩუბინ მსროლელს უწოდებენ.
თანამედროვე თოფით შეიარაღებულ მონადირესაც კი უჭირს ამ მეტად სწრაფი და ფრენის თავისებური მანერით "აღჭურვილი" ფრინველის ჩამოგდება.
გამოცდილი მონადირეებისაგან გამიგია: 10 ჩიბუხადან 5-ის ჩამომგდები კარგი მსროლელიაო.
ამ ფრინველს შესაბამისი კანონმდებლობა იცავს და მხოლოდ მცირე ხნით და ისიც ნებართვით გაცემული ლიცენზიის მიღების შემდეგაა ნებადართული მასზე ნადირობა.
imageimage

0
410
15-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
410
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0