x
image
worldsport.ge
ვან გაალი: "ამდენ გოლს არ ველოდი"

imageჰოლანდიის
ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის ვან გაალმა ესპანეთთან
მოგებული მატჩის (5:1) შემდეგ, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მისმა
გუნდმა მოლოდინები გაუმართლა.
"ყველაფერი დაგეგმილი სტრატეგიის
მიხედვით მოხდა და ჩემმა ფეხბურთელებმა შანსები გამოიყენეს. ველოდი, რომ
გოლებს გავიტანდით, თუმცა ამდენს არა, " - აღიარებს ვან გაალი - "ჰოლანდიის
ნაკრების გულშემატკივრები გავახარეთ. მეტოქე თავიდან ცდილობდა ჩრდილში
მოვექციეთ, თუმცა 20 წუთის შემდეგ ბურთს უკვე ჩვენ ვაკონტროლებდით. ძალიან
გამოცდილი ფეხბურთელები გვყავს, ეიფორიაში არ ჩავვარდებით, უფრო მეტის
მიღწევა გვინდა."



გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
32
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
32
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0