x
მეტი
  • 16.09.2019
  • სტატია:94798
  • ვიდეო:342564
  • სურათი:456853
ძლიერი წვიმის შედეგად სამტრედიაში ეზოები და რამდენიმე სარდაფი დაიტბორა

imageძლიერი წვიმის შედეგად სამტრედიის მუნიციპალიტეტში ეზოები და რამდენიმე სარდაფი დაიტბორა.


როგორც სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, ავთო ხუჭუა აცხადებს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ზარალის დათვლა და შესაბამისად დაზარალებულებს დახმარება გაეწევათ.


"მობილიზებულია სახანძრო სამსახური, რომელიც ეზოებიდან ტუმბავს წყალს. ვიმყოფებით სამტრედიის რამდენიმე სოფელში, ყველგან ერთი და იგივე მდგომარეობაა. დატბორილია ეზოები და სარდაფი. ინტენსიურად მიმდინარეობს სამუშაოები, სპეციალური კომისია ითვლის ზარალს და დაზარალებულებს დახმარება გაეწევათ, "-განაცხადა ავთო ხუჭუამ.

0
390
1-ს მოსწონს
ავტორი:ნოდარ ჯოჯუა
ნოდარ ჯოჯუა
390
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0