x
image
worldsport.ge
კოვაჩი მსაჯს ადანაშაულებს

imageხორვატიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ნიკო კოვაჩი, ბრაზილიასთან განცდილი მარცხის შემდეგ მთავარი მსაჯის იუჩი ნიშიმურას მიერ დანიშნულ პენალტს დამცინავს უწოდებს.
"მსგავსი რამ არსად მინახავს და თუ ასე გაგრძელდა, კიდევ 100 პენალტს ვიხილავთ. ვფიქრობ, მატჩს მსოფლიოში 2.5 მილიარდი ადამიანი უყურებდა და ყველა იტყვის, რომ პენალტი არ იყო. ნიშიმურამ სასაცილო გადაწყვეტილება მიიღო და თუ ასე გაგრძელდა, ტურნირი ცირკს დაემსგავსება." - განაცხადა აღშფოთებულმა ხორვატთა დამრიგებელმა.
შეგახსენებთ, რომ მატცის 71-ე წუთზე, იაპონელმა მსაჯმა, ფრედის წაქცევითვის ხორვატთა საჯარიმოში პენალტი დანიშნა. ნიკო კოვაჩი ბრაზილიელ თავდამსხმელს სიმულაციაში არ ადანაშაულებს.
"ფრედი 85 კილოგრამს იწონის და ვერ დავიჯერებ ასე მარტივად შეიძლებოდა მისი წაქცევა. ფრედს არ ვადანაშაულებ - ყველა ასე აკეთებს ხოლმე და ეს ფეხბურთის ნაწილია. ყველაფერმა უკვე ჩაიარა, თუმცა მსაჯმა ყველაფერი გააფუჭა და სამწუხაროდ მსაჯების კვალიფიკაცია არ გაუმჯობესებულა."




გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
33
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
33
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0