x
image
K.P.
5 ფილმი, რომელიც აუცილებლად აგატირებთ
ყველა ფილმი განსხვავებულ ემოციას გვგვრის. ერთ-ერთმა რუსულენოვანმა საიტმა შეაგროვა 5 ფილმი, რომლებიც აუცილებლად აგატირებთ. მაშ ასე, სანამ ყურებას გადაწყვეტთ ჯერ ცხვირსახოცები მოიმზადეთ.

image

ჰაჩიკო-Hachi: A Dog’s Tale


ფილმი დადგმულია ცნობილი რეალური ისტორის მიხედვით, რომელიც იაპონიაში 20–იან წლებში მოხდა. ძაღლი ყოველ დღე ხვდებოდა და აცილებდა თავის პატრონს სადგურზე. მერე კი პატრონი მოულოდნელად მოკვდა, მაგრამ ძაღლი ცხრა წლის განმავლობაში, ყოველ დღე ხუთ საათზე მოდიოდა სადგურზე პატრონის დასახვედრად და ელოდებოდა ბოლო მატარებლამდე. შემდეგ კი იაპონელებმა ძეგლი დაუდგეს მას იმ ადგილას, სადაც ის მუდამ ელოდა თავის პატრონს.


image

მწვანე მილი–The Green Mile


საშინელ დანაშაულში ეჭვმიტანილი, ჯონ კოფი აღმოჩნდება ციხე "ცივი მთის" სიკვდილოსანების ბლოკში. მოგვიანებით გაირკვევა, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია და თან მაგიური ძალა აქვს.

image

ფილადელფია-Philadelphia


ფილმის ორი მთავარი გმირი ერთმანეთისგან განსხვავდება, როგორც თეთრი და შავი - განსხვავებული კანის ფერი, საზოგადოებრივი მდგომარეობა, სექსუალური ორიენტაცია, სასიკვდილო დაავადება. მაგრამ ორივე მათგანი კანონს ემსახურება და მზადაა ებრძოლოს ნებისმიერ უსამართლობას.image


უბის წიგნაკი-The Notebook


ყოფილი მეზღვაური მოხუცებულთა თავშესაფარში პაციენტს ინახულებს, რომელიც ალცგეიმერის დაავადებითაა დაავადებული. ამ მონახულებების დროს ის კითხულობს მისი ჩანაწერების დღიურს, რომელშიც მოთხრობილია ერთი ძველი ისტორია, რომელიც 1964 წელს მოხდა ჩრდილოეთ კალიფორნიაში. ამ ისტორიის გმირები – გოგონა და ორი ახალგაზრდა ბიჭია, რომლებიც ცდილობენ მისი გულის მოგებას.

image


მონანიება-Atonement


ფილმის მოქმედება 1934 წელს იწყება და მეორე მსოფლიო ომის ფონზე ვითარდება. ბრიონი – 13 წლის გოგონაა, რომელიც არაჩვეულებრივი ნიჭით არის დაჯილდოებული. ის პიესებს წერს. ბრიონმა იცის, რომ მოსამსახურე რობის ვაჟს მისი უფროსი და - სესილი უყვარს და ისიც იგივე გრძნობით პასუხობს.

2
538
4-ს მოსწონს
4-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
538
  
2014, 13 ივნისი, 13:21
რაითის ფილმებს მართლა ბევი ვერ იგებს.....ძალიან ძალიან ღრმა შინაარსობრივი ფილმია პირველად რომ ვუყურე სხვა ფილმს რაითისას ვერ გავიგე.....
2014, 13 ივნისი, 10:46
პირველი 4 კარგია აი ბოლოზე არ გეთანხმები,საშინლად არ მომეწონა,არაფრის მომცემი უემოციო ფილმია
0 1 2