x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
"ჩემი მეზობელი ჰაკიმი ფეხბურთის საყურებლად კუს ტბაზე, "ვიტამინში" მიდის"

image"ჩემი მეზობელი ჰაკიმი ფეხბურთის საყურებლად კუს ტბაზე, "ვიტამინში" მიდის"–ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრი გივი თარგამაძე სოციალურ ქსელში წერს.


"უკვე მერამდენედ, მეგონა, რომ ამოვწურე თემა, მაგრამ ვინ გაცდის. ჩემი მეზობელი ჰაკიმი ფეხბურთის საყურებლად კუს ტბაზე, "ვიტამინში" მიდის. კუს ტბაზე კიდევ დაახლოებით ხუთი კაფე–რესტორანია, ხალხმა ფული ჩადო, ვალები აიღო და ამ დღეს ელოდებოდა ბიზნესის ასამუშავებლად, მაგრამ რა გინდა. უტიფარი ბიჭუნას ხუშტურით კუს ტბის ასასვლელი უკვე ერთი საათია, გადაკეტილია. ხალხს არ უშვებენ, მხოლოდ სპეციალური მოსაწვევებით. შვილო, მიმოიხედე, უკვე კოსმოსში ხარ! ბიზნესმენებო და გულშემატკივრებო, აღშფოთება არ დამალოთ. ჰაკიმი ჩაივლის მალე, "–წერს გივი თარგამაძე "ფეისბუკის" პირად გვერდზე.

image

1
979
1-ს მოსწონს
ავტორი:ნოდარ ჯოჯუა
ნოდარ ჯოჯუა
979
  
2014, 14 ივნისი, 11:20
ჰაკიმში ვინ იგულისხმება ? :)
0 1 1