x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
ყველაზე ძვირი ნივთები მსოფლიოში
წარმოგიდგენთ განსხვავებული დანიშნულების ნივთების ნაკრებს, რომელთაც ერთი რამ აერთიანებთ: უსაშველოდ დიდი ფასი, თუმცა, მიუხედავად ამისა, მათ მაინც გამოუჩნდათ მყიდველები.




ამ ჰამბურგერს «Le Burger Extravagant» ეწოდება და ის 295 დოლარი ღირს. ერთი შეხედვით ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული საკვების უჩვეულოდ მაღალ ფასს განაპირობებს კბილის ჩხირი, რომლითაც დამაგრებულია ჰამბურგერი. ის დამზადებულია ოქროსაგან და ინკრუსტრირებულია ბრილიანტებით.


image



ამ ყუთში ყველაზე ძვირი სიგარებია. ასეთი ყუთი მსოფლიოში სულ ხუთია და მასში მოთავსებული თითოეული სიგარის ფასი 1150 დოლარია.

image



ერთ კვადრატულ მეტრზე გაანგარიშებული ფასის მიხედვით ყველაზე ძვირი ქალაქი ტოკიოა. აქ ერთი კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართობის საშუალო ფასი 13 333 დოლარს აღწევს.

image



ფრინველის ეს ფრთა 8000 დოლარი ღირს. ის ეკუთვნის ფრინველ გუიას, რომელიც უკვე დიდი ხანია გადაშენდა.

image



ეს შამპანური მარკით «Heidsieck Monopole» წარმოებულია 1907 წელს. ის იპოვეს ჩაძირულ გემზე. ხომალდის საცავებიდან სულ ამოღებულ იქნა 2000-მდე ბოთლი. თითოეულის ფასი 25 000 დოლარია.

image



ეს ჯინსი 27 000 დოლარი ღირს....ჯინსის კვალობაზე მეტისმეტად ძვირია, არა?

image



ეს სამეფო ლუქსი (Royal Penthouse Suite) ჟენევაში მდებარე სასტუმრო "პრეზიდენტ ვილსონის" (Hotel President Wilson) პენტჰაუსში მდებარეობს. მასში შედის 10 საძინებელი და სააბაზანო ოთახი. ამიტომ გასაკვირი სულაც არაა, რომ ერთი ღამით მისი ფასი 65 000 დოლარია.

image




ჭადრაკის ეს ნაკრები 600 000 დოლარი ღირს. ფიგურები დაფარულია 320 კარატის ბრილიანტებით. ასეთი ჭადრაკი მსოფლიოში სულ შვიდია.

image




Dodge Tomahawk ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მოტოციკლია მსოფლიოში V10 ძრავით. მას შეუძლია განავითაროს 676 კმ/სთ სიჩქარე და აკრიბოს 0-დან 60 კილომეტრამდე 2, 5 წამში. ეს სილამაზე 700 000 დოლარი ღირს.

image



«PrestigeHD Supreme Rose Edition»-ის მოდელის ეს ტელევიზორი 2 300 000 დოლარი ღირს. ის მოპირკეთებულია ნიანგის ტყავით და მის ეკრანზე მიმობნეულია უამრავი ბრილიანტი.

image




ოქროთი და ბრილიანტებით გაწყობილი ეს iPhone "სულ რაღაც" 2 970 000 დოლარი ღირს, არადა ის მხოლოდ 3GS მოდელია.

image



ანდრეას გურსკის (Andreas Gursky) ეს ფოტოსურათი მდინარე რეინის ხედით არც მეტი, არც ნაკლები - 4 მილიონი დოლარი დაგიჯდებათ.

image




ამ დომენის სახელი 16 მილიონი დოლარი ღირს.

image





გინდათ შთაბეჭდილება მოახდინოთ თქვენს საყვარელ ქალბატონზე? მაშინ აჩუქეთ მას ეს ბეჭედი, რომელიც სულ რაღაც 16 260 000 დოლარი ღირს.

image





ვარაუდობდნენ, რომ სურათი "რაფაელის მუზის თავი" (Raphaels Head of a Muse) აუქციონზე 20 მილიონ დოლარად გაიყიდებოდა, მაგრამ შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა და ინკოგნიტო მყიდველმა მასში 47 900 000 დოლარი გადაიხადა.

image



ამ Ferrari 250 GTO-ის საფასური 52 მილიონი დოლარია. სწორედ ეს თანხა გადაიხადეს მასში 2013 წლის ოქტომბერში გამართულ აუქციონზე.

image



ალბერტო ჯაკომეტის "მოსიარულე ადამიანი" ყველაზე ძვირი სკულპტურაა. ის 104, 3 მილიონი დოლარი ღირს.

image



არ გეგონოთ, რომ მხატვარს საღებავი დაექცა ტილოზე-ეს ფერთა ქაოსი სინამდვილეში 140 მილიონ დოლარად შეფასებული ნახატია.

image




ეს იახტა 4, 8 მილიარდი დოლარი ღირს. მერე რა, რომ მისი ბრწყინვალება თვალებს გჭრით. სამაგიეროდ ის 100 000 კილოგრამი ოქროსგანაა გაკეთებული.

image

0
272
11-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
272
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0