x
image
ლეელ
"უსწორმასწორო მარგალიტი"
ბაროკო ფრანგულად - უსწორმასწორო მარგალიტი. ესაა XVII-XVIII სს-ის I ნახევრის მხატვრული სტილი ევროპულ ხელოვნებაში. ბაროკოს სტილი იყენებდა გაზვიადებულ მოძრაობასა და წმინდა, ადვილად აღსაქმელ დეტალებს, დრამის, სიმძაფრის, გრანდიოზულობის გადმოსაცემად სკულპტურაში, ფერწერაში, ლიტერატურასა თუ მუსიკაში. სტილი ჩაისახა დაახლოებით 1600 წლისთვის რომში და შემდეგ მთელს ევროპას მოედო.
ბაროკოს პოპულარობა და წარმატება წახალისებულ იქნა რომაული კათოლიკური ეკლესიის მიერ, იმ მოსაზრებით, რომ ბაროკოს ხელოვანთა დრამატული სტილი კარგი საშუალება იყო რელიგიურ თემათა პირდაპირი და ემოციური ხასიათის წარმოსაჩენად.
ბაროკოს სასახლეები ნაგებია შემსვლელზე ეტაპობრივი ეფექტის მოხდენის მიზნით - ეზო, წინაოთახი, გრანდიოზული კიბეები და მისაღები ოთახები ერთმანეთის მიყოლებით სულ უფრო დიდებული ხდება. ბაროკოს კულტურულ მიმდინარეობაზე ხელოვნების, მუსიკის, არქიტექტურისა და ლიტერატურის მრავალმა ფორმამ იქონია გავლენა.


ბაროკოს ეპოქაში მთლიანად იცვლება ადრე დამკვიდრებული კულტურულ-ტრადიციული ელემენტები. ადამიანები წმიდა ადგილებში სიარულის ნაცვლად სეირნობენ პარკებში; რაინდული ტურნირების ნაცვლად ჯირითობენ ცხენებით; მისტერიების ნაცვლად იდგმება სპექტაკლები და ბალ-მასკარადები; თამაშობენ კარტს; ხატების ნაცვლად ინტერიერში იჭრება პეიზაჟები და პორტრეტები. მუსიკა გახდა უფრო მხიარული და მარტივი. მისაღები ხდება ისეთი აზრი, რომელიც ნათლად და დასაბუთებულადაა წარმოდგენილი.
ბაროკოსთვის დამახასიათებელია კონტრასტულობა, დაძაბულობა, გამოსახულების დინამიურობა, მოჩვენებითობა, სწრაფვა სიდიადისკენ, სიმდიდრისკენ, რეალობისა და ილუზიის შერწყმისკენ. იკვეთება ცალკეული მუსიკალური ჟანრების ავტონომია. ადამიანმა საკუთარი თავი გაიაზრა როგორც “საშუალო ყველაფერსა და არაფერს შორის” - პასკალისაზრით – “ისე, ვისაც შესწევს მოვლენის დანახვა, მაგრამ მის თავსა და ბოლოს ვერაფერს უგებს”.

ბაროკოს სტილის მხატვრობა ხასიათდება კომპოზიციის დინამიზმით, ფორმის სიმდიდრით, სიუჟეტების არისტოკრატიულობითა და ორიგინალურობით. მისი ყველაზე ნათელი წარმომადგენლები არიან რუბენსი და კარავაჯო.


რუბენსი ფლამანდრიული ბაროკოს წარმომადგენელი, მე-17 საუკუნის დასაწყისში სწავლობდა იტალიაში, სადაც აითვისა კარავაჯოსა და კარაჯის მხატვრული მანერები. სასწავლო კურსის მიღების შემდეგ დაბრუნდა ანტვერპენში და პირველ ხანებში ასრულებდა რელიგიურ კომპოზიციებს. 1612-20 წ.წ. მიეკუთვნება რუბენსის მრავალი შედევრი: “პერსევსი და ანდრომედე”; “ლევკიპეს ასულთა მოტაცება”; “მთვრალი სილენე”; “ამორძალთა ბრძოლა”; “ნადირობის სცენები”. ასევე გრანდიოზული კომპოზიციები, რომლებიც შესრულებული იყო ევროპაში, სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი არისტოკრატებისა და მეფეთა დაკვეთით.


image



კარავაჯოს ერთ-ერთი ცნობილი ნახატია „ურწმუნო თომა“, სადაც ქრისტეს სახეზე პირველად იკითხება ერთგვარი ემოციები, რომელიც დანანებას გამოხატავს. ემოციების შემოსვლა ნახატებში იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომლითაც გამოირჩა კარავაჯო სხვა მხატვრებისგან.ქრისტეს ჰქონდა ადამიანური ბუნებაც, რადგან ის იყო გაადამიანურებული ღმერთი და მისთვის უცხო არ გახლდათ არაფერი ადამიანური.ამაზე მოწმობს სახარებაც, სადაც ის ერთ შემთხვევაში მამა ღმერთს სთხოვს, რომ თუ კი შესაძლებელია ააცილოს თავიდან მოსალოდნელი სატანჯველი, მეორე შემთხვევაში კი ჯვარზე გაკრული იესო ამბობს: “უფალო, უფალო, რატომ მიმატოვე?!“.


image


ბაროკო არიტექტურაში:


imageimageimage





ბაროკო მხატვრობაში:


imageimageimageimage

ბაროკო სკულპტურაში:

imageimageimage


ბაროკო მუსიკაში:

კლასიკური პერიოდი დასავლურ მუსიკაში მოიცავს პერიოდს დაახლოებით 1750 დან - 1810 წლებამდე.კლასიკური მუსიკის პერიოდი განიხილება ბაროკოს და რომანტიზმის პერიოდებს შორის. ამ პერიოდის ყველაზე ცნობილი კომპოზიტორები იყვნენ მოცარტი, ბეთხოვენი, ჰაიდნი. ბეთჰოვენს ასევ მოიაზრებენ ხან როგორც რომანტიულ კომპოზიტორად ან როგორც კომპოზიტორად რომელიც რომანტიზმში გადასვლის ნაწილია. ფრანც შუბერტიც ასევე მსგავსი გადასვლის ნაწილად მოიაზრება ისევე როგორც იოჰან ჰიუმელი, ჩერუბინი და კარლ ვებერი. ეს პერიოდი ხანდახან მოიხსენიება როგორც ვენური კლასიკის ან კლასიციზმის პერიოდი. დაწყებული მოცარტიდან, ჰაიდნი, შუბერტი, ბეთჰოვენი - ყველა ეს კომპოზიტორი გარკვეული პერიოდის განმავლობაში მუშაობდა ვენაში, პირველი ვენის სკოლის ჩათვლით.

image



ბოლოსკენ კი დაგიტოვთ ჩემ უსაყვარლეს მუსიკას:

0
1687
6-ს მოსწონს
ავტორი:ლეელ
ლეელ
1687
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0