x
image
მანჩო 777
"ჯოჯოხეთის კარიბჭე"-ის რეალურად არსებობს
თუ ამ ქვეყნად ნამდვილად არსებობს ჯოჯოხეთის კარიბჭე, მაშინ ის მდებარეობს პატარა ქალაქ დარვაზის ახლოს თურქმენეთში.


image


ეს ავბედითი ადგილი ყარაყუმის უდაბნოში მდებარეობს.

"დარვაზა" -რაც სპარსულიდან ითარგმნება, როგორც კარები-გაზის კრატერია, მაგრამ ადგილობრივი მცხოვრებლები და ტურისტები მას "ჯოჯოხეთის კარიბჭეს" უწოდებენ.



image


"ჯოჯოხეთის კარიბჭე" ყიშლაღ ერბენტიდან 90 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. კრატერის დიამეტრი დაახლოებით 60 მეტრს შეადგენს, ხოლო სიღრმე 20 მეტრს.

ნებისმიერ სულიერს, ვინც კი ამ კრატერში მოხვდება, მყისიერი სიკვდილი ემუქრება, რადგან მისი ფსკერი დაფარულია ცეცხლის ალებით, რომელთა სიმაღლე 15 მეტრს აღწევს.


image


"ჯოჯოხეთის კარიბჭე" აღმოჩენილ იქნა 1975 წელს, როცა საბჭოთა გეოლოგებმა ქალაქ დარვაზთან ახლოს ბუნებრივი გაზის საბადო იპოვეს.


image


დაზვერვითი გაბურღვების დროს გეოლოგები წააწყდნენ მიწისქვეშა კავერნას-სიცარიელეს, მიწა ამ ადგილზე გასკდა და უფსკრულში ჩაინთქა, თან ჩაიტანა საბურღი ანძა მთელი მოწყობილობითა და ინსტრუმენტებით. საბედნიეროდ, ადამიანები ამ ინციდენტის დროს არ დაშავებულან. მათ მოასწრეს გაცლოდნენ სახიფათო ადგილს.

იმისათვის, რათა ამ ადგილზე ამოსულ დიდი რაოდენობით ბუნებრივ გაზს არ დაეზარალებინა ადამიანები და ცხოველები, გეოლოგებმა გადაწყვიტეს მისთვის ცეცხლი მოეკიდებინათ. ისინი იმედოვნებდნენ, რომ რამოდენიმე დღეში გაზის მარაგი ამოიწურებოდა და ცეცხლიც ჩაქრებოდა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა-1975 წლიდან დღემდე ის განუწყვეტლივ ანთია დღისით და ღამით.


image


აი როგორ ჩანს ეს ადგილი ზემოდან.


image


კრატერში მოხვედრილ არანაირ სულიერს უკან დაბრუნება არ უწერია. ისინი სასიკვდილოდ არიან განწირულნი..და ვინ იცის, რაა იქ- ამ კრატერის სიღრმეში.


imageimage
image


2
648
17-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
648
  
2014, 10 ივნისი, 23:09
აი ძალიან მიკვირს, როგორ არ შეიძLება რამე მოუხერხონ ამ ადგილს,,თუმცა თურქმენებეს რა ენაღვლებთ, სად წაიღონ გაზი, არ იციან
2014, 10 ივნისი, 23:04
რამდენი გაზი იწვის თურმე ტყუილად.
0 1 2