x
image
worldsport.ge
ჟოზე მეგობრებს უქომაგებს

image მილიარდობით ადამიანთან ერთად ბრაზილიის მსოფლიოს ჩემპიონატის სტარტს მოუთმენლად ჟოზე მოურინიოც ელის. მან მუნდიალის წინ პროგნოზი გააკეთა და ნიგერიას ჯგუფიდან გასვლა უწინასწარმეტყველა.
აფრიკელ “სუპერარწივთა” რიგებში “ჩელსის” წევრი ჯონ ობი მიკელი თამაშობს და ნიგერიელებს არგენტინასთან, ბოსნიასა და ირანთან მოუწევს კონკურენცია მომდევნო ეტაპზე გასასვლელად. “ჯგუფს არგენტინა მოიგებს, მეორეზე კი ნიგერია თუნდაც იმიტომ გავა, რომ მის რიგებს ჩემი შეგირდი იცავს”, - ამბობს “ჩელსის” პორტუგალიელი თავკაცი.
ამასთან, სეუ ჟოზე იმასაც აცხადებს, რომ მუნდიალზე კოტდივუარსაც უგულშემატკივრებს, რადგან ამ აფრიკული ნაკრების ღირსებას დიდიე დროგბა იცავს. “მეტად ემოციური ადამიანი ვარ და ყოველთვის მხარს ვუჭერ მეგობრებს”, - განაცხადა მოურინიომ.



გოჩა კაჭარავა

www.worldsport.ge

0
20
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
20
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0