x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
ვინ არის და რას საქმიანობს გვანცა დარასელიას ქმარი?

imageმოდელი, ჟურნალისტი და ტელეწამყვანი გვანცა დარასელია ყველასათვის ცნობადი და საყვარელი სახეა. ის უკვე 4 წელია დაქორწინებულია ვახო მჭედლიძეზე. ვახო ყოფილი მორაგბე გახლავთ.

ტელეწამყვანს თაყვანისმცემლები არასდროს აკლდა, გაგიკვირდებათ, მაგრამ ვახო ის ერთადერთი გახლდათ, რომელსაც გვანცა ეკრანზე არასდროს ჰყავდა ნანახი. ერთმანეთს კომპოზიტორ რუსა მორჩილაძის საღამოზე შეხვდნენ, სადაც გვანცამ იმღერა. ერთმანეთი არ გაუცვნიათ, ვახო გვანცას სიმღერამ და გარეგნობამ მოხიბლა, ტელეწამყვანს კი გამოხედვით დაამახსოვრა. "ძალიან ლამაზი ხარ და თურმე რა კარგად მღერი!"-იმავე საღამოსვე მისწარა ვახომ მომავალ მეუღლეს. თავიდან ურთიერთობა მიმოწერით დაიწყო, გვანცა ვახოს შეხვედრაზე უარს ეუბნებოდა... ფაქტი კი ერთი, ბოლოს ურთიერთობაც ააწყვეს, დაქორწინდნენ და ვაჟიც ჰყავთ.image


"მე და ვახო 4 წელია ცოლ–ქმარი ვართ. ამ ხნის განმავლობაში ბევრი რამ ვისწავლეთ ერთმანეთისგან. აბსოლუტურად შეიცვალა ურთიერთობები. თუ საწყის ეტაპზე უთანხმოება მწვავე იყო, ახლა ასე აღარ არის. ორივე თანაბრად ვუთმობთ ერთმანეთს. თანაცხოვრებამ მოიტანა ის, რომ ერთმანეთის ხასიათი უკეთ შევისწავლეთ"-გვიამბობს გვანცა. image
წყვილს ერთი ვაჟი, პატარა ერეკლე ჰყავს, რომელიც იზრდება, ვითარდება და ლაპარაკს სწავლობს.
"რაც უფრო იზრდება, მით უფრო დიდ სიამოვნებას ვიღებ მასთან ურთიერთობით. შინ რომ ვბრუნდები, ვხვდები, რა არის ბედნიერება. ერთადერთი ადამიანი, ვის გამოც ღირს ნერვიულობა, შვილია, სხვა დანარჩენი მეასეხარისხოვანია"-ამტკიცებს გვანცა. ვუსურვოთ წყვილს წარმატებები და ბედნიერი მომავალი... imageimageimageimageimageimageimageimageimageimage










0
1149
4-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
1149
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0