x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134393
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508486
როგორ მოახერხა სალომე გოგიაშვილმა სამ თვეში 25 კილოგრამის დაკლება

imageუკვე ზაფხული დადგა და თანდათან ძნელდება ზედმეტი კილოგრამების სამოსში დამალვა. ტელეწამყვანმა სალომე გოგიაშვილმა სამი თვის მანძილზე დაახლოებით 25 კილოგრამი დაიკლო. მესამე შვილის გაჩენის შემდეგ გადაწყვიტა, რომ გემრიელად კვებას დამშვიდობებოდა. ვარჯიში ეზარებოდა და ამიტომ იძულებული ძალიან მკაცრი დიეტისათვის მიემართა, ფაქტიურად შიმშილობდა.

"ეს იყო წამება, ვამბობდი, მიწას ვჭამ-მეთქი. დღეში ვჭამდი მხოლოდ ერთ კიტრს, პომიდორს და სალათის 4 ფურცელს. მერე დავამატე ერთი ნაჭერი ლორი. რთული, მაგრამ ეფექტური დიეტა იყო, საწყის ეტაპზე რამდენიმე დღეში 5 კილოგრამი დავიკელი"-ამტკიცებს სალომე. image

სალომე რამდენიმე წლის წინ უკვე მესამედ დაოჯახდა. მისი რჩეული ბიზნესმენი, ვახო ნიკოლაშვილი გახლავთ. ეს არცერთისთვის არ გახლავთ პირველი ქორწინება, წარსულში დაშვებულ შეცდომებს მომავალში აღარ გაიმეორებენ. შვილები ორივეს ჰყავდა, მაგრამ სულ ცოტა ხნის წინ ოჯახს კიდევ ერთი ახალი წევრი შემატეს. ვახოს ქალიშვილი ძალიან უნდოდა, მაგრამ ექიმების პირველი პროგნოზი მცდარი აღმოჩნდა, პატრა ბიჭია. სულ ცოტა ხნის წინ წყვილმა იქორწინა. პატრა პატრიარქს უნდა მოენათლა, რისთვისაც მის მშობლებს ჯვარი უნდა ჰქონოდათ დაწერილი. წყვილმა დიდი ქორწილი გადაიხადა, სალომე კი ულამაზეს თეთრ კაბაშიც გამოეწყო.

ვუსურვოთ წყვილს წარმატებები და ბედნიერი მომავალი...imageimageimage


0
1058
3-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
1058
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0