x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134407
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
წუხელ სიზმარში

წუხელ სიზმარში, წუხელ სიზმარში,

ო, ჩემს სიზმარში ო, ჩემს სიზმარში,

როგორ, გვიყვარდა ჩვენ ერთმანეთი,

როგორ, მიყვარდი შენ ერთადერთი.

წუხელ სიზმარში, ვითომ მიჯნურნი,

სულ ხვევნა კოცნით ვიარებოდით,

და სიყვარულის სხივით გამთბარნი,

სასიყვარულო ჰანგით ვმღეროდით,

ნეტავ სიზმარი ამიხდებოდეს,

ცხადში გამათფო შენი სითფოთი,

და თვით ღმერთთანაც რომ შემახვედრა,

მე შენ სიყვარულს გულით შევთხოვდი.

რა ბედნიერნი ვიყავით წუხელ,

რა საამური სიცოცხლე გვქონდა,

რომ შევხაროდით ორივ ერთმანეთს,

და სიყვარული ზეციდან თოვდა.

მაგრამ, იმ ღამემ ჩემი სიზმარი,

გულში აგზნებულ ცეცხლად დატოვა,

გამოიხურა ჩუმად კარები,

და მარტოდ მარტო მე მიმატოვა.

1992წელი.

0
22
4-ს მოსწონს
ავტორი:ნატო ახრახაძე
ნატო ახრახაძე
22