x
image
worldsport.ge
კოენტრაუმ “რეალთან” ახალი კონტრაქტი გააფორმა

imageმადრიდის “რეალის” მარცხენა მცველმა ფაბიო კოენტრაუმ კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. ესპანური გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, პორტუგალიელმა ფეხბურთელმა “სამეფო კლუბს” თავისი ბედი 2018-2019 წლების სეზონის ბოლომდე დაუკავშირა. ის წელიწადში ხელფასის სახით 4 მილიონ ევროს მიიღებს.
განვლილი სეზონის დასაწყისში, კოენტრაუს სხვა კლუბში გადასვლაზე ბევრს საუბრობდნენ. მისი შეძენა ტურინის “იუვნეტუსს”, “მილანსა” და “მანჩესტერ იუნაიტედს” სურდათ. თუმცა, პორტუგალიელმა სეზონის მიწურული ისე შთამბეჭდავად ჩაატარა, რომ “რეალის” ხელმძღვანელობამ კოენტრაუს ახალი კონტრაქტი შესთავაზა.


ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
7
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
7
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0