x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
მეცნიერების დასკვნა:ორი წლის შემდეგ ბავშვები სამი მშობლისგან გაჩნდებიან
image



















ორი წლის შემდეგ დიდ ბრიტანეთში შესაძლებელი იქნება ბავშვი სამი მშობელის მონაწილეობით გაჩნდეს.


ბრიტანეთის ადამიანის განაყოფიერების და ემბრიოლოგიის სამმართველო((HFEA) აცხადებს, რომ უკვე ყველა პირობა არსებობს მსგავსი პროექტის შესასრულებლად, მხოლოდ კანონშია ცვლილებები შესატანი.


მსგავსი ტექნოლოგიით ბავშვის დაბადება(ორი ქალის კვერცხუჯრედი და ერთი მამაკაცის სპერმა)იმითაა ეფექტური, რომ შესაძლებელი გახდება მემკვიდრეობით აღარ გამოჰყვეს ახალდაბადებულს სიცოცხლისთვის საშიში დაავადებები, რომელიც დნმ-ს დეფექტითაა გამოწვეული.



6500 ბავშვი ერთი იბადება მიტოქონდრიალური დაავადებით, რომელიც კუნთების დისტროფიას, სიბრმავეს, გულის გაჩერებას და სიკვდილსაც კი იწვევს.


მეცნიერ-კოლსუტანტმა HFEA-დან გაანალიზა მსგავსი ფაქტი და აღნიშნა, რომ სამი ადამიანის მონაწილეობით შობილი ბავშვი ამ საშიშ დაავადებას აიცილებს.


HFEA-ს მოხსენებაში ნათქვამია, რომ ჯერ საჭიროა გაიმართოს ინტენსიური ცდები, ხოლო შემდეგ გამოვიტანოთ მსგავსი მეთოდი უფრო ფართო განხილვისთვის.image











დეფექტური მიტოქონდრია არ აძლევს ორგანიზმს საშუალებას გამოიმუშავოს საჭირო ენერგია.


"უსაფრთხოა თუ არა მსგავსი ტექნოლოგია ადამიანებზე გამოვიყენოთ?მანამდე ვერ გავიგებთ, სანამ ადამიანებზე არ გამოვცდით-აცხადებს პროფესორი გრინფილდი.


"სანამ არ დაიბადება ჯანმრთელი ბავშვი, მანამდე ვერ ვიტყვით, 100%-ით დარწმუნებით, რომ ტექნოლოგია უსაფრთხოა".


მსგავსი მკურნალობა ჩაითვლება გენური თერაპიის ნაირსახეობად, რადგანაც ორგანიზმში ხდება გენური ცვლილებები, რომლებიც გადაეცმა შემდგომ თაობიდან თაობას.


ბრიტანეთის მთავრობისთვის მისაღებია მსგავსი ტექნოლოგია.

"სწორი იქნება, თუ რაც შეიძლება სწრაფად დავნერგავთ სიცოცხლისთვის ასე აუცილებელ მკურნალობას"-განაცხადა ჯანდაცვის სამანისტროს თავმჯდომარემ, პროფესორმა სალი დევისმა.




0
1108
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1108
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0