x
image
worldsport.ge
“დინამოში” ჟვანია ჩეხმა მიხალ ბილეკმა შეცვალა

imageსაფეხბურთო კლუბი თბილისის “დინამო” რომ ჩეხ სპეციალისტს მიხალ ბილეკთან ინტერნსიურ მოლაპარაკებას აწარმოებდა და მისი დანიშვნა ფაქტობრივად გადაწყვეტილი იყო, ამის შესახებ “მსოფლიო სპორტი” წინა დღეებში იუწყებოდა.
საბოლოოდ, ეს ინფორმაცია ორშაბათს უკვე “დინამოს” ოფიციალურმა ვებგვერდმაც დაადასტურა და გადაწყდა, რომ ბილეკი თბილისელებს გაწვრთნის.
49 წლის ჩეხი საქართველოს დედაქალაქში 6 ივნისს ჩამოვა და “დინამოს” ჩაიბარებს. ბოლოს ის ჩეხეთის ეროვნულ გუნდს წვრთნიდა და თანამდებობა მას მერე დატოვა, რაც გაირკვა, რომ მისი შეგირდები ბრაზილიის 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ მოხვდებოდნენ.
ეროვნული ნაკრების გარდა, ბილეკი “ტეპლიცეში”, კოსტა რიკის “კარტახინესში”, ჩეხეთის 19-წლამდელთა ნაკრებში, “ხმელში”, “პლზენში”, პრაღის “სპარტასა” და “რუჟიომბეროკში” მუშაობდა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონის პირველ ნახევარში “დინამოს” ჩეხი დუშან უჰრინი წვრთნიდა, ხოლო მეორე ნახევარში – მალხაზ ჟვანია. თბილისელებმა საქართველოს ჩემპიონატი მოიგეს და თასი მოიპოვეს.


ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
23
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
23
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0