x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
დევნილთა საცხოვრებლებში შენობის მოვლა-ექსპლუატაციის ჯგუფები შეიქმნა

image2014 წლის 31 მაისს და 1 ივნისს საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი “აფხაზეთის" ქუთაისის ოფისში ქალაქ ქუთაისში დადიანის ქ.N3 და წყალტუბოს ყოფილი სტატისტიკის შენო

ბებში ახლადჩამოყალიბებული ამხანაგობების მოვლა-ექსპლუატაციი

ს ჯგუფების წევრებისათვის ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგის მიზანია დევნილთა საცხოვრებლებში მოვლა-ექსპლუატაციის ჯგუფის წევრების უნარების გაუმჯობესება საერთო ქონების მოვლა-პატრონობისათვის. მოვლა-ექსპლუატაციის ჯგუფის წევრების ვალდებულებაა მოუარონ და განავითარონ მათი საცხოვრებლები იმ სამშენებლო ინსტრუმენტების გამოყენებით, რომელიც პროექტის ფარგლებში გადაეცემათ შექმნილ ამხანაგობებს.

მოვლა-ექსპლუატაციის ჯგუფები ჩამოყალიბდა “ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების ინიციატივის" (NEO) პროგრამის ფარგლებში ფონდი საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი “აფხაზეთის" მიერ შექმნილ ამხანაგობებში. პროგრამა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება და უკვე შექმნილია 49 ამხანაგობა.

0
37
შეფასება არ არის
ავტორი:ი. ფასანძე
ი. ფასანძე
37