x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134059
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
15 წლის გოგონაზე 38 მამაკაცი რამდენიმე საათის განმავლობაში ძალადობდა
imageმოზარდი გოგონა მიტოვებულ ქოხში მიიმწყვდიეს და რამდენიმე საათის განმავლობაში 38 მამაკაცი აუპატიურებდა. ეს საშინელი თავდასხმა მალაიზიაში, კელანტანის შტატში 20 მაისს მოხდა.

გოგონა მეგობარს, 17 წლის ახალგაზრდა ვაჟს შეხვდა. როგორც შემდეგ გაირკვა, ისიც მათი თანამზრახველი იყო. ვაჟმა მას ნარკოტიული საშუალება მიაღებინა და ქოხში შეიტყუა. ამის შემდეგ კაცები ერთმანეთის მიყოლებით ძალადობდნენ მასზე. როგორც ირკვევა მათი რიცხვი 38-ია.

პოლიციამ როგორც კი შეიტყო მომხდარის შესახებ, მაშინვე მოახდინა რეაგირება და 13 დამნაშავე უკვე დააკავა. მათ შორის არის მამა და თავისი ორი ვაჟიც. საქმე ჯგუფური ძალადობის მუხლითაა აღძრული. პოლიცია იუწყება, რომ ყველა მამაკაცი იმავე სოფლიდანაა. დაკავებულების უმეტესობას დაუდგინდა, რომ მიღებული ჰქონდა ამფეტამინი. პოლიციის თქმით ეს "ნარკომანების აქცია" იყო. image

პოლიციის უფროსი ბატონი აზჰამი აცხადებს, რომ "ეს მდგომარეობა ძალიან საგანგაშოა, როგორ მოხდა, რომ ვერავინ ვერაფერი შენიშნა, როცა უახლოესი მეზობლის სახლი 20 მეტრშია". აღსანიშნავია, რომ ეს შემთხვევა ერთ-ერთი სასტიკია განხორციელებულ ძალადობებს შორის, აზიაში კი ძალადობა საოცრად ხშირია.


აზიაში 2012 წელს 3000 ძალადობა მოხდა და აქედან 52% 16 წელზე და უფრო ნაკლებ ასაკზე მოდის.

გასამართლებული მოძალადეების უმეტესობას 30 წელი და მეტი აქვს მისჯილი, მაგრამ სხვადასხვა ინტერნეტ საიტებზე ხალხი მათთვის ბევრად უარეს სასჯელს ითხოვს. ხალხის აზრით ეს იმიტომ ხდება, რომ ბიჭები ისეთ საზოგადოებაში იზრდებიან, სადაც ძალადობა ჩვეული მოვლენაა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ინდოეთში, სადაც გამუდმებით იმართება აქციები ძალადობის წინააღმდეგ.image

7
1446
10-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
1446
  
2014, 6 ივნისი, 1:39
თქვენ ის თქვით, ვისთან არ გვაქვს უვიზო მიმოსვლა. :/
ჩვენ კიდე,ინდოეთთან უვიზო მიმოსვლა გვაქვს........ გაივსო ნაძირალა და ნაყარნუყარი ხალხით საქართველო
2014, 1 ივნისი, 19:39
:// რა ამაზრზენი ფაქტია..ფუფ..ნაძირლები..
2014, 1 ივნისი, 15:57
არა სიკვდილი ამათთვის ხსნაა
2014, 1 ივნისი, 15:40
თან სახეს როგორ მალავენ მე ამათი:@.იმენა კაროლინა გეთანხმები უნდა დაწვა ყველა ოღონდ იმ ადგილზე კი არა სუ უნდა დაწვა
2014, 1 ივნისი, 14:41
საწყალი ბავშვი :( გადარჩა? ყველას ნავთი უნდა დაასხა მაგ ადგილზე და ცეცლი წაუკიდო რომ ქალს ვეღარასდროს მიეკარონ :@ ნაბიჭვრები
2014, 1 ივნისი, 13:21
რაიყო რამ გაამწარა ეს ხალხი
0 1 7