x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134506
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
ყველაზე ძლიერი მიწისძვრები
ჩილე1. ვალდივია, ჩილე. 1960 წლის 22 მაისი. მიწისძვრის სიმძლავრე შეადგენდა 9.5 ბალს.

ეს მიწისძვრა უდიდესი არის ისტორიაში რაც ხელსაწყოებს აქვს დაფიქსირებული.

მიწისძვრამ იმსხვერპლა 1655 ადამიანი, დაშავდა 3000, ხოლო საცხოვრებლის გარეშე დარჩა 2 მილიონი.

მიწისძვრამ ჩილე 550 მილიონი ამერიკული დოლარით აზარალა.


ცუნამმა დააზარალა იაპონიის ჰავაის და ფილიპინების სანაპიროები. ორი დღის შემდეგ მიწისძვრის გავლენით, გააქტიურდა ვულკანი პუეიუეე.


2. პრინცი ვილჰელმის სრუტე, ალასკა. 28 მარტი, 1964 წელი. ჩილეს მიწისძვრასთან შედარებით, ეს მიწისძვრა გაცილებით ნაკლებად დამანგრეველი იყო. მიწისძვრით გამოწვეულმა ცუნამმა იმსხვერპლა 128 ადამიანის სიცოცხლე და აშშ-ს 311 მილიონი დოლარის ზიანი მიაყენა. მიწისძვრამ დააზარალა ძირითადათ ალასკა და კანადის მცირე ტერიტორია. ცუნამმა შექმნისას ჰავაის სანაპიროები დააზარალა. ყველაზე დიდი ზარალი ქალაქმა ანკორიჯმა განიცადა. ის ეპიცენტრიდან 120 კილომეტრით არის დაშორებული. თუ ჩანაწერებს ვენდობით, მიწისძვრა სამი წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა.ალასკა


3. სუმატრა, ინდონეზია. 26 დეკემბერი 2004 წელი. 9, 1 ბალი.

მიწისძვრა რომელმაც ყველაზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, საერთო ჯამში ცუნამმა და მიწისძვრამ 227900 ადამიანი იმსხვერპლა, და 1, 7 მილიონი ადამიანი უსახლკაროდ დატოვა 14 ქვეყანაში (აზიის და აფრიკის ქვეყნები). მიწისძვრის ეპიცენტი 250 კილომეტრით სამხრეთ-აღმოსავლეთით დაფიქსირდა ქალაქ ბანდ-აჩეხიდან. ორი დღის შემდეგ 28 დეკემბერს ჩამქრალმა ვულკანმა ამოხეთქა, ქალაქ ბარატანგთან ახლოს(ანდამარის კუნძულები), რასაც აგრეთვე სუმატრას მიწისძვრასთან აკავშირებენ.

სურათზე ასახულია მიწისძვრს შედეგი.

სუმატრა

0
680
2-ს მოსწონს
ავტორი:გივი ენდელაძე
გივი ენდელაძე
680
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0