x
image
თეონა ასტამაძე
ადრიანა ლიმა და ჯასტინ ბიბერი ერთად?

image


ადრიანა ლიმას მარტოობა არ აცალეს. მან გავრცელებული ხმები დაადასტურა და აღიარა, რომ მეუღლეს ეყრება. ამ ფაქტის მიუხედავად ლიმა დეპრესიაში არ ჩავარდნილა, არც წვეულებებს აკლდება.

ადრიანათი აღფრთოვანებულთა რიცხვს ცოტა ხნის წინ თინეიჯერების კერპი ჯასტინ ბიბერი მიემატა. ისინი ერთმანეთს საქველმოქმედო საღამოზე შეხვდნენ.

ბიბერი ქალით ისე მოიხიბლა მაშინვე მასთან გაჩნდა და მთელი საღამოს განმავლობაში ადგილიდან არ დაძრულა. ისინი დილის 5 საათამდე საუბროდნენ, მოგვიანებით კი ღონისძიება ერთად დატოვეს. მეორე დღეს ჯასტინმა ინსტაგრამზე ადრიანასთან ერთად გადაღებული ფოტო ატვირთა, სადაც მოდელს ბიბერისთვის ხელი აქვს გადახვეული, ბიბერს კი დაბნეული სახე აქვს. წყვილს შორის ასაკობრივი სხვაობა 12 წელია.imageimage

2
167
8-ს მოსწონს
ავტორი:თეონა ასტამაძე
თეონა ასტამაძე
167
  
2014, 6 ივნისი, 18:42
ორივე ძან საყვარელია მარგრამ ოღონდ ერთად არა
2014, 31 მაისი, 21:41
ფუუუ ამ ქალმა სულ გაუბერა :D
0 1 2