x
image
worldsport.ge
ლამპარდი ამერიკულ შეთავაზებას განიხილავს

image“ჩელსის” ნახევარმცველი ფრენკ ლამპარდი, რომელსაც ლონდონურ კლუბთან კონტრაქტი ზაფხულში უმთავრდება, სავარაუდოდ კარიერას “ნიუ-იორკ სიტიში” გააგრძელებს. CNN-ის ცნობით, “მანჩესტერ სიტის” მფლობელების მიერ შექმნილი ამერიკული კლუბი, რომელიც MLS-ში 2015 წლიდან გამოვა, 35 წლის ბრიტანელთან აქტიურ მოლაპარაკებას აწარმოებს.
თუ მხარეები საბოლოო შეთანხმებას მიაღწევენ, დიდი ალბათობით, კონტრაქტს მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგღა გააფორმებენ.
პრემიერლიგის 2013/14 წლების სეზონში ფრენკ ლამპარდმა 26 თამაში ჩაატარა და თავი 6 გოლით და 3 პასით გამოიჩინა.


ოთარ მაღლაკელიძე

www.worldsport.ge

0
24
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
24
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0