x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
რეპორტაჟი მსოფლიოში ყველაზე ჩაკეტილი ქვეყნიდან:მითი და სინამდვილე
image





















ჩრდილოეთ კორეა-ყველაზე ჩაკეტილი ქვეყანა მსოფლიოში, ამ ქვეყნიდან შემოსული ინფორმაცია ძალიან მწირია, წყარო ძირითადად სამხრეთ კორეაა, იქიდან მოწოდებული ინფორმაციის იდენტურობა ხშირად საეჭვოა.


გაზეთ АиФ-ის კორესპონდეტი იმყოფებოდა ამ ქვეყნის დედაქალაქში -ფხენიანში, მან თავის შთაბეჭდილებები მკითხველს გაუზიარა.


"პირველი მითი მას შემდეგ გამეფანტა, როდესაც 12 საათიანი ფრენის შემდეგ, საბაჟო გამშვებ პუნქტზე მობილური ტელეფონი არ ჩამომართვეს, არა და გამაფრთხილეს ტელეფონს ჩამოგართმევენო....თუმცა რა მნიშვნელობა ჰქონდა, როგორც შემდგომ აღმოვაჩინე ამ ქვეყანაში არც მობილური მუშაობდა და არც ინტერნეტი.



აეროპორტის გზა საკმაოდ თავისუფალი იყო, ავტომობილი სწრაფად გადაადგილდებოდა..შევდივარ ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქში..თვალში საცემია ცათამბჯენები...აშკარად შეინიშნება კომუნისტური მონუმენტალიზმის ზეგავლენა, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში დაიბადა.

image



















სასტუმროს ნომერში, რომელიც 25-ე სართულზე იყო დილით შვიდ საათზე სირენის ხმამ გამაღვიძა....როგორც ამიხსნეს ეს გახლავთ იმის ნიშანი რომ სამუშაო დღე დაიწყო და მშრომელები სამსახურში უნდა გამოცხადნენ.


მიუხედავად იმისა, რომ გიდმა გამაფრთხილა მის გარეშე არ გავსულიყავი ქუჩაში..მაინც გავეპარე და ერთი საათი დავსეირნობდი..პირველი რაც მომხვდა თვალში ის იყო, რომ ქუჩები ცარიელი იყო..ადამიანებს იშვითად შეხვდებოდით..ვერ დაინახვთ ახალგაზრდებს ლუდით ხელში..არც ქუჩის მაწანწალა შემხვედრია..ქუჩაში პატიორტული მუსიკა ჟღერს.


მაღაზიაში შევედი...არჩევანი მწირია, ძეხვეული არ არის, ხორცის მცირე ასორტიმენტია....აღმოჩნდა, რომ დოლარად აქ ვერაფერს იყიდი...ფული გადასაცვლელი მაქვს ადგილობრივ ვალუტაზე, თორემ ვერაფერს შევიძენ..სავალუტო პუნქტები არ არის, როგორც გავიგე მთელს ფხენიანში ერთადერთი გერმანული ბანკი ყოფილა, რომელიც სავალუტო ოპერაციებს აწარმოებს.


შემდგომ ისიც გავიგე, რომ საზღვარგარეთელი სტუმრებისთვის ყოფილა სპეციალური მაღაზიები, სადაც დოლარზე, ევროზე და ჩინურ იუანზე ვაჭრობენ.image



















ცალკე თემაა ქუჩაში მოძრაობის მომწესრიგებელი გოგონები...სხვა მსგავსი არცერთ ქვეყანაში არ არის...მათ შეგიძლიათ საათობით უყუროთ.

აცვიათ სამხედრო ჩექმები, აცვიათ ლურჯი შარვალი და ქურთუკი სქელი ბეწვეულის საყელოთი.როგორც აღმოჩნდა ძაღლის ბეწვი ყოფილა...კორეელები არ მალევენ, რომ ძაღლებს კვებისთვის იყენებენ.image





















ადგილობრივ მეტროში სულ 4 სადგურია, ძალიან წააგავს არქიტექტურით საბჭოთა მეტროს..არცაა გასაკვირი იგი ხომ საბჭოთა ინჟინრებმა ააგეს.


ყოველ მეტროს სადგურის შესასვლელში გაზეთების სტენდია გაკრული, სადაც მოთხრობილია კორეელი მშრომელების გმირობებზე..ამასთანავე სადგურში სადღეღამისოდ მორიგეობს კალაშნიკოვით შეიარაღებული ჯარისკაცი, რომ დაიცვას მგზავრების უსაფრთხოება.

image





















ფხენიანში დადის ავტობუსი, ტრამვაი..პირადი ავტომობილი ერთეულებს ჰყავთ, ძირითადი გადაადგილების საშუალება ველოსიპედია...ქვეყანაში ბეზინის დეფიციტია, ამიტომ მსოფლიოში მხოლოდ ამ ქვეყანაში შეხვდებით სატვირთო ავტომობილებს, რომელიც შეშაზე მუშაობს...მსგავსი ავტომობილებს ქალაქში არ უშვებენ, ბელადის განცხადებით სირცხვილია, რომ უცხოელმა ტურისტებმა ნახონ...მე პირადად გარეუბანში ვნახე ეს უცნაური სატვირთო..ძარაზე დიდი მრგვალი კასრი ადევს და იქიდან კვამლი გამოდის..ფოტოს გადაღება აგვიკრძალეს.

image





















შემდგომ წაგვიყვანეს ბელადების, მამა-შვილი კიმის მუზეუმის სანახავად, ფხენიანიდან 3 საათის სავალზე, გზად უკვე სულ სხვა ჩრ.კორეა გადაიშალა ჩვენს თვალწინ..აქ არა თუ ავტომობილი, ველოსიპედიც კი ფუფუნების საგანი გახდა..გადაადგილების საშუალებად ყველგან საქონელშებმული ურიკები გვხვდებოდა.

image





















აღსანიშნავია, რომ აქ მცხოვრებ ადამიანებს, რომლებიც მიწასთან არიან მიჯაჭვული, მოჰყავთ კომბოსტო, ბამბა და სხვა კულტურები.მათ სპეციალური ნებართვა სჭირდებათ, რომ მეზობელ სოფელში ან ქალაქში გადაადგილდნენ.


ადგილობრივ გოგონებს აკრძალული აქვთ უცხო მოქალაქეზე გათხოვება..რომც მოხდეს სასწაული ასეთი ქმარი ვერასოდეს მიიღებს ჩრ.კორეის მოქალაქეობას, რაც არ უნდა ქრთამი შესთავაზოს....ქვეყანაში ბინების-ყიდვა -გაყიდვა აკრძალულია, სამაგიეროდ ბინას სახელმწიფო აძლევს ოჯახებს.


რაც შეეხება რელიგიას...ჩემს შეკითხვაზე, არის თუ არა ჩრ. კორეაში ეკლესიები...დელეგაციის ხელმძღვანელი ჩაფიქრდა და შემდეგ მკითხა:"თქვენ რა ღმერთის გჯერათ?"...მათთვის რწმენა და ღმერთი- სახალხო პარტიაა.image




1
494
8-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
494
  
2014, 17 ივნისი, 23:00
საცოდაობაა.. და იყო დრო როდესაც მსგავსი საქართველოში ხდებოდა.. თქვენი კომუნიზმი და...
0 1 1