x
image
ლიზა
"მისტერ არავინ"

მისტერ არავინ (ინგლ. Mr. Nobody) — ბელგიელი რეჟისორის ჟაკო ვან დორმალის 2009 წლის სამეცნიერო-ფანტასტიკური კინოდრამა. მთავარ როლებში მონაწილეობენ: ჯარედ ლეტო, დიანე კრუგერი და სხვ. ფილმის მთავარი გმირია სახელად მისტერ არავინ, რომლის ისტორიაზეა აგებული ფილმის სიუჟეტი. გარდა ამისა, განხილულია მისი ცხოვრების სხვადასხვა ვარიანტები.
ფილმი ხისებრი სტრუქტურისაა. მთავარი გმირის დაბადებასთან ერთად მაყურებელი ხედავს მისი ცხოვრების ყველა შესაძლო ვარიანტს, რომელიც ჩვეულებრივ ქმნის რამდენიმე განტოტებას...
ფილმის მოქმედება არც ისე შორეულ მომავალში ხდება. მთავარი გმირი მოულოდნელად იღვიძებს 2092 წელს და ხედავს, რომ ის 120 წლისაა და ამავე დროს უკანასკნელი მოკვდავია პლანეტაზე, სადაც ბედნიერი უკვდავი ადამიანები ცხოვრობენ...

imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage
















0
112
1-ს მოსწონს
ავტორი:ლიზა
ლიზა
112
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0