x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134507
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
ნანუკა ჟორჟოლიანის ქალიშვილი, მარიამ გეგუჩაძე ჰარვარდის უნივერსიტეტში არ მიუღიათ
imageნანუკა ჟორჟოლიანი ერთ-ერთი პოპულარული და ცნობადი ჟურნალისტი გახლავთ, რომელიც დაქორწინებულია ირაკლი კოდუაზე. წყვილს ერთი ვაჟი, პატარა საბა ჰყავს.

ნანუკას პირველი ქორწინებიდან ერთი ქალიშვილი ჰყავს, მარიამ გეგუჩაძე. ჟურნალისტმა ქალიშვილი რამდენიმე თვის წინ სასწავლებლად საზღვარგარეთ გაუშვა. ნანუკა მარიამის განათლებაში დიდ ინვესტიციას დებს, 8 მასწავლებელთან დაჰყავდა. "ირაკლიმ თავისთან წაიყვანა უფროსი შვილი, გიორგი კოდუა. გიორგიც იქ სწავლობს და ჩემი მარიამიც ირაკლისთან გავგზავნე. ახლა ორივე ბუდაპეშტში არიან, ირაკლიმ მარიამის გამო ქალაქი შეიცვალა, მარიამი მასთანაა, ძალიან მაგარ ამერიკულ სკოლაში სწავლობს"-გვიამბობდა ნანუკა. ნანუკას მტკიცებით, მას რომ ამდენი უცხო ენა სცოდნოდა და ამდენი ინვესტიცია ჩაედოთ მასში მეტად პერსპექტიული იქნებოდა.image

"დღეს დილით, მარიამის სკოლიდან მივიღე წერილები! ვიდრე ბოლომდე ჩავიკითხე ნერვიულობისგან მთავარი გამომრჩენია და თავიდან გადავიკითხე! მეუბნებიან რომ გამორჩეული ბავშვია და .... მერიდება დავწერო კიდევ რას მწერენ მაგრამ მთავარი ის არის რომ სკოლამ ის წარადგინა Leadership Ambassador კურსებზე! Harvard, Johns Hopkins, Standford, George Washington University, or University of Chicago, Tulane უნივერსიტეტებში! ვინაიდან ყველასგან მოვიდა პასუხი მიღებაზე მისი არჩევანის დროა და ის ირჩევს Harvard-ს! ეს ის შემთხვევაა როდესაც კითხვა რას ვგრძნობ? დროულია! ეს რა მაგარი შეგრძნება ყოფილა"-წერდა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.

აღმოჩნდა, რომ მარიამი ჰარვარდის უნივერსიტეტში არ მიუღიათ. გოგონა ჯერ მეთერთმეტე კლასშია და ჰარვარდში მხოლოდ საზაფხულო კურსს გაივლის. პრესაში გავრცელებული ინფორმაცია ზუსტი არ აღმოჩნდა, რის შესახებას ჟურნალისტებს თავად ნანუკამ ამცნო: "დიდი მადლობა მეგობრებო და კოლეგებო გულწრფელად, მაგრამ უნივერსიტეტი გიწერიათ. მარიამი მე-11 კლასიშია და High school-ზეა საუბარი და მათი დაფინანსებით ზაფხულში გაივლის lieadirship-ის კურსებს ჰარვარდში. ჩააბარა გამოცდები და მიიღო უნივერსიტეტიდან პასუხი რომ დაგროვებული ქულების გამო ისინი დაუფინანსებენ ამ სწავლას."


ვუსურვოთ მარიამს წარმატებები და ბედნიერი მომავალი..image

1
2262
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
2262
  
2014, 29 მაისი, 10:05
ღამე არ დამეძინება..ეს რა გავიგე!!
0 1 1