x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
ოჰ, ეს უცნაური იაპონელები
იცოდით, რომ იაპონური ენა შეიცავს თავაზიანობის რამოდენიმე საფეხურს, ან ის, რომ ამ ქვეყანაში არსებობს მეტროს ვაგონები სპეციალურად მხოლოდ ქალებისათვის? ამ ფოტორეპორტაჟში გიდად წაგვიძღვება ეს მშვენიერი გოგონა და მოგვიყვება კიდევ ბევრ უცნაურობაზე, რომელიც იაპონელებს ახასიათებთ.


image



ჩრდილოეთ იაპონიაში, სადაც ზამთრობით თოვლი მოდის, ყველა ქალაქს აქვს ტროტუარების და ქუჩების გათბობის სისტემა. ამიტომ გზებზე თოვლი და ყინული არასოდეს არაა. ეს ძალიან კომფორტულია ადამიანებისათვის. გაგეცინებათ, მაგრამ ფაქტია, რომ ამავე დროს იაპონიაში თითქმის არაა ცენტრალური გათბობა, თითოეული ათბობს თავის ბინას ისე, როგორც შეუძლია: გაზის და დენის გამათბობლებით, ზეთის ბატარეებით და სხვა.


image



იაპონიაში ფულს თითქმის არაფრისგან აკეთებენ: აქ უცებ ჩნდება და ქრება მოდა ყველაფერზე, რაც შეიძლება გაიყიდოს. ასე მაგალითად, უცებ შემოვა მოდაში ქამელეონი ან პანდა და ის ნივთები, რომელზეც ეს ცხოველებია გამოსახული, თვალის დახამხამებაში იყიდება. ბუმი, როგორც წესი, ერთ წელზე მეტხანს არ გრძელდება, მაგრამ სამაგიეროდ ამაში ძალიან დიდი ფული კეთდება.


image


ეს მამაკაცი, მაგალითად, რეკლამას უკეთებს პოპკორნს. ცოტაოდენი ხნის წინ ტელევიზიაში გამოვიდა ამ პოპკორნის ახალი რეკლამა და იმწამსვე რიგები გაჩნდა მის შესაძენად. ხალხი საათობით დგას რიგში, რომ მაინდამაინც ეს პროდუქტი იყიდოს.


image



იაპონიაში არ არსებობენ გოსტარბაიტერები. ამას აქ უბრალო კანონის მიღებით მიაღწიეს: მინიმალური ხელფასი, რაც დასაშვებია უცხოელს შესთავაზონ, უნდა აჭარბებდეს იაპონელის საშუალო ხელფასს. ამიტომ მეპატრონეებს ურჩევნიათ სამუშაოზე აიყვანონ ადგილობრივები და არა ჩამოსული უცხოელები.


image



ეგრეთ წოდებილი "თანხმობის" ასაკად იაპონიაში ითვლება 13 წელი. ამ ასაკს მიღწეულ ადამიანს უკვე შეუძლია ინფორმირებული თანხმობა უთხრას მეორე პირს სექსზე.


image


იაპონიის მეტროში და მატარებლებში არის სპეციალური ვაგონები ქალებისათვის. ამ ვაგონებს ამატებენ დილაობით, როცა პიკის საათია და მატარებლები გადაჭედილია. სავსე ვაგონში გოგონების ჩქმეტა-ეს იაპონელებისათვის ერთგვარ სპორტის სახეობას წარმოადგენს. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ იაპონიაში მსოფლიოში ყველაზე დაბალი გაუპატიურების მაჩვენებელია: თითქმის 5-ჯერ ნაკლები, ვიდრე რუსეთში.


image



იაპონიის მაღაზიებში ფანტასტიურად თავაზიანი სერვისია. გამყიდველები ყველანიარად ცდილობენ ასიამოვნონ კლიენტს. თუმცა არსებობს ერთი უცნაური წესი: ზედმეტის გადახდა ან გამყიდველისათვის ხურდის დატოვება აქ შეურაცხყოფად ითვლება. მოკლედ, იაპონიაში ჩატარებული "შოპინგის" შემდეგ სხვა ნებისმიერი ქვეყნის მომსახურე პერსონალი უხეშად და უკულტუროდ მოგეჩვენებათ.


image



იაპონურ ენას გააჩნია თავაზიანობის რამოდენიმე საფეხური: სალაპარაკო, საპატივცემულო, თავაზიანი და ძალიან თავაზიანი. თითქმის ყველა საუბარი აქ იწყება მიმართვით :"სუმიმასენ", რაც ნიშნავს: - მაპატიეთ, ან "აროგატოი გაიზამას"-უღრმესი მადლობა.


image



ფუძიამას მთა ნამდვილად კერძო საკუთრებას წარმოადგენს და ის იმყოფება სინთოისტიკური დიდი ტაძრის ხონგუ სენგენის მფლობელობაში. აქ ინახება სიოგუნის საგანძური, დათარიღებული 1609 წლით.


image



იაპონიაში ბევრი უცნაური კანონი არსებობს, აი ერთ -ერთი მათგანი :"თუ იაპონელი წავიდა ამსტერდამში და იქ მარიხუანა მოწია, ეს კი მეორე იაპონელმა დაინახა და სამშობლოში ჩამოსვლის შემდეგ ის დააბეზღა პოლიციაში, პირველ იაპონელს ციხეში ჩასვამენ". ამის გამო იაპონიაში ძალიან ბევრი "ჩამშვებია".


image


იაპონელები, განსაკუთრებით ახალგაზრდობა, წამითაც არ იცილებს მობილურ ტელეფონს. თუ, მაგალითად, პლატფორმაზე მატარებლის მოლოდონში დგას 15 იაპონელი, მინიმუმ 13 მათგანი თავის მობილურში იქექება.


image



ძალიან ცუდ ამინდშიც კი, თუნდაც ზამთრობით, სკოლის მოსწავლე გოგონებს აკრძალული აქვთ კოლგოტის ჩაცმა, მათ შეუძლიათ მხოლოდ გეტრები ან გოლფები ატარონ. ქვედა კაბის სიგრძე დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ კლასშია გოგონა: რაც უფრო მაღალკლასელია მოსწავლე, მით უფრო მოკლეა მისი კაბა.


image



იაპონიაში მამაკაცს ქალზე მეტად აყენებენ წინ. მაღაზიებში და რესტორნებში პირველად მამაკაცებს ესალმებიან და ემსახურებიან.


image


იაპონელები ძალიან მორიდებულები არიან, მათ არ შეუძლიათ თქვან :"მე შენ მიყვარხარ". უბრალოდ იაპონურ ენაში ეს სიტყვები არაა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს უფროს თაობას ეხება, მაგრამ თუკი იაპონელს უნდა წინადადება მისცეს ქალს ცოლად გაყოლაზე, მას ასე მიმართავს:" შენ შეგიძლია სუპი მომიმზადო ხოლმე?", ან კიდევ ასე:" შეგიძლია თეთრეული გამირეცხო?" . პირდაპირ თქმას ისინი თავს არიდებენ.


image


იაპონიაში მსოფლიოში თითქმის ყველაზე მაღალი სუიციდის მაჩვენებელია. ითვლება, რომ აქ თავი შეიძლება მოიკლან უბრალოდ მხარდაჭერის ან მიბაძვის გამო ან ოჯახის უფროსის გადაწყვეტილების მიხედვით.


image



იაპონია, ისევე როგორც მთელი მსოფლიო, სავსეა ჩინური წარმოების ფართო მოხმარების საგნებით.


image


და ბოლოს, იმისათვის, რომ მხიარულ განწყობაზე დაგაყენოთ, მინდა ერთი იაპონური ანეგდოტი შემოგთავაზოთ:


"იაპონელი უცხოელს ბრინჯის აარყით უმასპინძლდება. პირველივე ჭიქის შემდეგ ტურისტს მოეჩვენა, რომ ირგვლივ ყველაფერი ტრიალებს და საგნები მოძრაობენ.

ტურისტი:"თქვენ არ გეჩვენებათ, რომ ეს არაყი ძალიან მაგარია?"

იაპონელი:" არ მიაქციოთ ყურადრება, ეს უბრალოდ მიწისძვრაა".

12
344
11-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
344
  
2014, 27 მაისი, 18:46
საინტერესო იყო ძალიან
2014, 27 მაისი, 12:34
მანჩო მაგარია, აბა რა:DDD
2014, 27 მაისი, 12:32
მაგარია მანჩო:-*
2014, 27 მაისი, 11:32
შრომისმოყვარე და ჭკვიანი ხალხია და ააშენეს კიდეც ქყეყანა..ფაქტიურად მიწა არ აქვთ, მთებში და ხრიოკებზე ცხოვრობენ და ასეთი ტექნიკა აქვთ
2014, 27 მაისი, 11:31
ჩვენ??? ვაჰაჰა რა გამაცინე.....ჩვენ კია არა მართლა განვითარებული ქვეყნები ვერ ეწევიან......
2014, 27 მაისი, 11:26
კაი ხანს ვერ დავეწევით მაგათ:(
2014, 27 მაისი, 11:24
იმიტომაც ცხოვრობენ 22 საუკუნეში მასეთი ფუტკარივით შრომისმოყვარეები და დისწიპლინებურები რომ არიან
2014, 27 მაისი, 11:23
აბა უსაქმურები ჩვენ ვართ:D
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10