x
image
worldsport.ge
ირლანდიამ შინ თურქეთთან წააგო

imageევრო-2016-ის შესარჩევში საქართველოს ნაკრების მეტოქემ, მარტინ ონილის გაწვრთნილმა ირლანდიამ შინ 1:2 წააგო თურქეთთან. დუბლინის “ავივაზე” გამართულ ამხანაგურ მატჩში ორივე გუნდს აკლდა წამყვანი ფეხბურთელები – მაგალითად, ირლანდიას არ ჰყავდა რობი კინი, ხოლო თურქები კიდევ უფრო შესუსტებული შემადგენლობით თამაშობდნენ.
მთლიანობაში, ირლანდიელები ფლობდნენ სათამაშო უპირატესობას და მეტოქეზე მეტი საგოლე შანსი ჰქონდათ, თუმცა მაინც დამარცხდნენ.
მე-17 წუთზე იოზეკმა ლამაზი თავურით დააწინაურა თურქები, 75-ე წუთზე ქამდალმა ნური შაჰინის ბრწყინვალე პასის შემდეგ ახლოდან ცხრიანში გაიტანა და ორი ბურთით დააწინაურა თავისიანები, რასაც მასპინძელთა ერთი საპასუხო გოლი მოჰყვა: ვალტერსმა საჯარიმოში მიიღო ბურთი, ერთ მცველს გასცდა და შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა – 1:2.
31 მაისს ირლანდიელები ლონდონში იტალიას შეხვდებიან.
ირლანდია-თურქეთი 1:2 (0:1)
ირლანდია: ელიოტი, კოულმენი, უორდი, ველანი(ქუინი 82), ოში, დელანი (მეილერი 66), მაკგიდი (ვალტერსი 66), უილსონი, ლონგი(მერფი 66), ჰულალანი, მაკლინი.
თურქეთი: რეჯეპი, გონული, ერქინი, ბალთა, ტოპრაკი, შაჰინი (დოგანი 85), იოზეკი (ქამდალი 71), ინანი (ოზიაქუპი 21), ერდინგი (პეკტემეკი 82), ქისა (ტუფანი 44), ჩალჰანოღლუ (ადინი 64).
გოლები: 0:1 იოზეკი (17), 0:2 ქამდალი (75), 1:2 ვალტერსი (78).


ილია ნანობაშვილი

www.worldsport.ge

0
26
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
26
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0