x
image
beko777
წარმატების 12 მცნება

image
ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბიზნესმენის სტივ ჯობსის წარმატების ისტორია ლეგენდად იქცა. დასახული მიზნისკენ მიმავალი გზა, ბიზნესმენისთვის იოლი ნამდვილად არ ყოფილა, ბავშვობაც რთული განვლო. სტივი ნაშვილები იყო პოლ ჯობსის და ამერიკელი, სომხური წარმოშობის კლარა (აგობიან) ჯობსის მიერ, რომლებიც მეტად ხელმოკლედ ცხოვრობდნენ. პატარა სტივმა კოლეჯი, სწავლის დაწყებიდან 6 თვის შემდეგ მიატოვა, ლუკმა პურის საშოვნელად კოლას ბოთლებს 5 ცენტად აბარებდა, ძილით კი, მეგობრების ოთახის იატაკზე ეძინა - სწორედ, ამ ადამიანმა შექმნა Apple-ის ანიმაციური სტუდია Pixar-ი. სტივ ჯობსს, ცხოვრების რთულმა გამოცდილებამ უფლება მისცა ადამიანებისთვის
წარმატების საიდუმლო გაეხსნა და ზოგიერთი რამ ესწავლებინა:

1. დაკავდი საყვარელი საქმით - იპოვე შენი ჭეშმარიტი ვნება. ერთადერთი გზა, აკეთოთ რეალურად დიდი საქმე, არის ის, რომ გიყვარდეთ, რასაც აკეთებთ.
2. იყავი სხვანაირი - იფიქრე სხვაგვარად. „სჯობს, იყო მეკობრე, ვიდრე მეზღვაური.“
3. შექმენი საუკეთესო იმისგან, რაც შეგიძლია აკეთო - ეცადეთ
ნებისმიერ საქმეში საუკეთესოს მიღწევას, რისი შესაძლებლობაც გაქვთ. არ იძინო ბევრი! წარმატებას, კიდევ უფრო დიდი წარმატება მოაქვს. გწყუროდეს წარმატება! დაიქირავე ადამიანები, რომლებსაც უზომოდ უყვართ სრულყოფილება.
4. ჩაატარე SWOT - ანალიზი - როგორც კი გექნებათ საკუთარი კომპანია, ჩამოწერე ფურცელზე მისი დადებითი და უარყოფითი
მხარეები. ნუ მოერიდებით კომპანიიდან „დამპალი ვაშლის“ გადაყრას.
5. იყავი პროდუქტიული - ყოველ ჯერზე დაისახე ახალი, დიდი მიზანი. უამრავ იდეას შორის გამონახე ისინი, რომლებიც სწრაფად
და საბოლოოდ უნდა განახორციელო და გამოაღე მათთან ერთად ახალი შესაძლებლობების ფანჯარა. ზოგჯერ, პირველი ნაბიჯი ყველაზე რთულია. უბრალოდ, გადადგი ის! გქონდეს სიმამაცე, რომ
მიენდო საკუთარ გულს და ინტუიციას.
6. დაიწყე მცირედით, იფიქრე უფრო მეტზე - მაგრამ ყველაფერზე ერთდროულად ნუ იფიქრებ. დაიწყე რამდენიმე მარტივი იდეით,
შემდეგ კი, უფრო რთულებს მიაღწევ. იფიქრე არამარტო ხვალინდელ დღეზე, არამედ მომავალზეც. „მინდა, ხმა მივაწვდინო მთელ მსოფლიოს“ - ასე ამბობედა სტივ ჯობსი.
7. ეცადე გახდე ბაზრის ლიდერი - დაეუფლე წამყვან ტექნოლოგიებს,
გააკონტროლე ისინი შენი საქმიანობის ყველა სფეროში. თუ არსებობს საუკეთესო ტექნოლოგია, გამოიყენე ის მაშინაც კი, თუ არავინ იყენებს მას. იყავი პირველი და შექმენი სამეწარმეო სტანდარტები.
8. კონცენტრაცია გააკეთე რეზულტატზე - ადამიანები განგსჯიან ქცევის მიხედვით, ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციე
რეზულტატს. იყავი ხარისხის საზომი. ადამიანები ხარისხს ნამდვილად მიუჩვეველნი არიან და შეაგრძნობინე ეს მათ. თუ ისინი არ გაიგებენ ხარისხის შესახებ, არ შეიძენენ საქონელს. ყურადღება დაუთმე დიზაინს. „ჩვენ შევქმენით ისეთი მშვენიერი ღილაკები, რომ აუცილებლად მოგინდებათ მათთან შეხება.“ „დიზაინი არის, არა გამოსახულებაში, ან შეგრძნებაში, არამედ იმაში, თუ როგორ მუშაობს ის.“
9. იკითხე რჩევა - სთხოვე ის სხვადასხვა
სფეროში მოღვაწე ადამიანებს. ყველა მოგცემს თითო სასარგებლო რჩევას. თუ შენ მთავარი რგოლი ხარ, ზოგჯერ გულახდილ რჩევას არ მოგცემენ, რადგან შეეშინდებათ. ამიტომ, საჭიროა შენიღბვა, ან სხვა წყაროებიდან ინფორმაციის მიღება. კონცენტრაცია გააკეთე იმათზე, ვინც იქნება შენი პროდუქციის მომხმარებელი. ყურადღება მიაქციე მათ მოთხოვნებს.
10. შეცვალე - ინოვაციები გამოყოფს ლიდერს ყველა დანარჩენებისგან. მიეცი საშუალება სხვა წამყვან ხელმძღვანელებს შეასრულონ რუტინული სამუშაოს 50%, დანარჩენი დაიტოვე შენი ინოვაციებისთვის. თქვი „არა“ ათასობით რამეზე, იმისთვის,
რომ დარწმუნდე რამდენად სწორ გზაზე დგახარ და არ ხარჯო ენერგია
არასასარგებლო საკითხებზე. კონცენტრაცია გააკეთე მნიშვნელოვან იდეებზე და რადიკალურ ინოვაციებზე. დაიქირავე ისეთი ადამიანები, რომლებსაც უნდათ შექმნან მსოფლიოში ყველაზე კარგი ნივთები. ტექნიკურ კომპანიებშიც კი, უნდა შეექმნათ ისეთი კულტურა, რომ ადამიანები ორიენტირებულნი იყვნენ პროდუქტზე. ბევრ კომპანიას ჰყავს პროფესიონალი ინჟინრები და სხვა თანამშრომლები, მაგრამ საბოლოოდ საჭიროა გამაერთიანებელი ძალა, იმისთვის, რომ ყველა ერთად შეიკრას.
11. ისწავლე შეცდომებზე - ზოგჯერ, როცა ახალს ქმნი, შეცდომებს უშვებ. ყველაზე კარგია მათი სწრაფად გამოვლენა - აღმოფხვრა და სხვა გამოგონებების გაუმჯობესება.
12. ისწავლე მუდმივად - ყოველთვის შესაძლებელია „რაიმის სწავლა“. გაცვალე სხვებთან შენი ნააზრევი, ახლო და გარე წრეში. ისწავლე მომხმარებლებისაგან, კონკურენტებისაგან, პარტნიორებისაგან. თუ შენი პარტნიორი არის ადამიანებთან, რომლებიც არ გიყვარს - შეიყვარეთ ისინი, შეაქეთ და მიიღეთ ამისგან სარგებელი. ისწავლეთ ღიად, ოღონდ სამართლიანად გააკრიტიკოთ თქვენი მტერი.


image

0
136
2-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
136
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0