x
image
worldsport.ge
"ატლეტიკო" ფეხბურთელებს ვერ ელევა

imageმადრიდის "ატლეტიკოს" ხელმძღვანელობა და დიეგო სიმეონე მზად არიან, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის დროს კლუბის წამყვანი ფეხბურთელები შეინარჩუნონ.
კლუბის აღმასრულებელი დირექტორი მიგელ ანხელ ჟილ მარინი აღნიშნავს, რომ დიეგო კოშტას "ატლეტიკო" მხოლოდ მისი სურვილით შეელევა, ხოლო სხვა შემთხვევაში კლუბი მის შესანარჩუნებლად ბოლომდე იბრძოლებს.
ტიბო კურტუას საკითხი ოფიციალურად ჯერ გადაწყვეტილი არაა. ბელგიელი მეკარე აღნიშნავს, რომ "ჩელსიში" მხოლოდ თასის თამაშებში მონაწილეობა არ სურს.
"ჩელსის" მიმართ ემოციურად არ ვარ განწყობილი. მათი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს და მადრიდში თამაში მსურს. ნამდვილად არ მინდა, როგორც სათადარიგო მეკარემ, ინგლისში მხოლოდ თასის თამაშებში მივიღო მონაწილეობა" _ განაცხადა კურტუამ.
პრემიერლიგის რამდენიმე კლუბი "ატლეტიკოს" ნახევარმცველ კოკესა და მცველ ფელიპე ლუისის მიმართ ინტერესს იჩენს. მადრიდელთა არგენტინელ თავკაცს ყველა ფეხბურთელის შენარჩუნება სურს.
"მინდა ჩემს განკარგულებაში ყველა ფეხბურთელი იყოს. ჩვენ ცოტას დავისვენებთ, მსოფლიო ჩემპიონატს ვუყურებთ და მერე უნდა შევიკრიბოთ, რათა პრიმერადივიზიონის ჩემპიონობის ტიტული დავიცვათ." _ აცხადებს სიმეონე.


გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
87
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
87
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0