x
image
worldsport.ge
საქართველო-შვეიცარია: 2:0 ბრწყინვალე სტილში

imageდასრულდა საქართველო-შვეიცარიის 19-წლამდელთა მატჩი. როგორც იცით, ეს ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდის ჯგუფის პირველი ტურის შეხვედრა იყო. ქართველებმა ბრწყინვალე სტილში, დამაჯერებლად ითამაშეს და 2:0 სძლიეს მასპინძლებს.
პირველი გოლი 31-ე წუთზე "სევასტოპოლის" ფორვარდმა დავით დარციმელიამ გაიტანა ახლო მანძილიდან – ეს მოჰყვა საბურთალოელი მარცხენაფლანგელის, გიორგი თევზაძის მშვენიერ გარღვევასა და პასს.
მეორე ბურთი კი 85-ეზე გავიდა: თბილისის დინამოელმა გიორგი პაპუნაშვილმა შორიდან ძლიერად და ზუსტად დაარტყა. ამ დროს კარში არა მეკარე ალბრეხტი, არამედ ნახევარმცველი ჰასანოვიჩი იდგა. საქმე ისაა, რომ მეკარე, ილია კერძევაძესთან ბოლო იმედის ჯარიმისთვის გააძევეს და რადგან შვეიცარიელებს სამივე შეცვლა გაკეთებული ჰქონდათ, მეორე გოლკიპერი ვეღარ შემოიყვანეს და ნახევარმცველს მოუწია კარში ჩადგომა.
ვასილ მაისურაძის გუნდი სრულ უპირატესობას ფლობდა და კიდევ არაერთხელ შეეძლო გატანა.
ამავე ჯგუფში, ისრაელმა 4:0 სძლია კვიპროსს.

ილია ნანობაშვილი

www.worldsport.ge


0
70
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
70
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0