x
image
worldsport.ge
კასილიასი: “შეიძლება ეს ტიტული მსოფლიოს ოქროზე მაღლა დავაყენო”

imageმადრიდის “რეალის” მეკარემ იკერ კასილიასმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში მადრიდის “ატლეტიკოს” ძლევის შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ეს გამარჯვება შეიძლება უფრო მნიშვნელოვანიც კი იყოს, ვიდრე მსოფლიოს ჩემპიონატის ოქრო, რომელიც მან ესპანეთის ნაკრებთან ერთად 2010 წელს მოიგო.
“ჩვენ ვიბრძოდით. “ატლეტიკოს” გაუმართლა და გაგვიტანა, მაგრამ თამაშიდან გამომდინარე, საბოლოო შედეგი სამართლიანია. იქნებ ეს ტიტული მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულზე მეტიც იყოს ჩემთვის” – დაწერა კასილიასმა თავის ტვიტერზე.
იკერ კასილიასი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში მესამე ფეხბურთელია, რომელმაც კაპიტნის რანგში ჩემპიონთა ლიგა, ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატები მოიგო. აქამდე ეს ფრანგმა დიდიე დეშამმა და გერმანელმა ფრანც ბეკენბაუერმა შეძლეს.

ოთარ მაღლაკელიძე

www.worldsport.ge


0
51
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
51
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0