x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134405
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508494
საინტერესო, მაგრამ უცნობი ფაქტები სპორტის სამყაროდან
მინდა წარმოგიდგინოთ რამოდენიმე თქვენთვის უცნობი ფაქტი სპორტის და სპორტული თამაშების სამყაროდან.


გამოკითხული მამაკაცების 58% თვლის, რომ პლიაჟის ხელბურთი გაცილებით ლამაზი და ეროტიულია, ვიდრე სტრიპტიზი.


image



ფეხბურთის ბურთს 32 პანელი გააჩნია. ამათგან 12 შავია, ხოლო 20 თეთრი.



image


პირველი სვლის ვარიანტი შაშში მხოლოდ შვიდია.


image



კომპანია BlackBerry ამჟამად დიდ ფინანსურ სიძნელეებს განიცდის, მაგრამ ამავე დროს მრავალი წელია ის ფორმულა-1-ის რბოლებში "მერსედესის" სპონსორია.


image



პირველი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა ვინმე კორები ჩვენს წელთაღრიცხვამდე 776 წელს, ის ცხოვრობდა ელადაში და პროფესიით იყო მზარეული.


image



გამომცემლობა Detroit Free Press-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით გამოირკვა, რომ პროფესიონალი ჰოკეისტების 68%-მა ყინულზე დაკარგა მინიმუმ ერთი კბილი.


image



კრივი თავდაპირველად ზანგების უხეშ გართობად ითვლებოდა, მხოლოდ 1900 წლიდან დააკანონეს იგი, როგორც სპორტის სახეობა.


image



"მონოპოლია" ბევრი ადამიანის საყვარელი სამაგიდო თამაში იყო. მისი ყველაზე ხანგრძლივი პარტია მიმდინარეობდა 70 დღეზე მეტხანს, ანუ ზუსტად 1680 საათს.


image



იმისთვის, რათა კეგლი წაიქცეს, საკმარისია მისი ვერტიკალური ღერძიდან 7, 5 გრადუსით გადახრა.


image



სპორტში ყველაზე ნელი რეკორდი დამყარდა ბაგირის გადაწევაში და ის უდრიდა 1კმ 350 მეტრს საათში.

ბაგირის გადაწევა სპორტის ოლიმპიურ სახეობად ითვლებოდა სულ 20 წელი: 1900-1920 წლებში.


image



ითვლება, რომ ძიუდოში სულ 10 დანია, მაგრამ სინამდვილეში მათი რაოდენობა 12-ია. 11 დანი არავისთვის არ მიუნიჭებიათ, აი 12-ის მფლობელი კი იყო სპორტის ამ სახეობის დამაარსებელი და უნიჭიერესი პედაგოგი ხოგარო კანო.


image



დარტმისთანავე გოლფის ბურთი კრებს 270 კმ/სთ სიჩქარეს.


image



პროფესიონალურ რინგზე ჩატარებული 51 ბრძოლიდან მაიკ ტაისონმა 21 ნოკაუტით მოიგო პირველივე რაუნდში. ეს ჩატარებული მატჩების 40, 8 %-ია და ამ რეკორდის მოხსნა ჯერჯერობოთ ვერავინ ვერ შეძლო.


image



2 საათი და 12 წუთი დაიხარჯა ერთ მიწოდებაზე გადაცემული ბურთის გასათამეშებლად მაგიდის ჩოგბურთში. ეს მოხდა 1936 წლის ოლიმპიადაზე, ერთმანეთს ხვდებოდნენ პოლონელი ალექს ენრილიხი და რუმენელი პანეტ ფარკაში.


image

1
479
10-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
479
  
2014, 25 მაისი, 18:55
კარგი იყო
0 1 1