x
image
ლიზა
"ლუისიანა ლოპილატოს რჩეული მაიკლ ბაბლია"

38 წლის კანადელი მომღერალი Michael Buble და 26 წლის არგენტინელი მსახიობი, მომღერალი და მოდელი Luisana Lopilato, მაიკლმა მისი სიმღერა "Haven't Met You Yet" ალბომიდან Crazy Love ლუსიანას მიუძღვნა და კლიპშიც გადაღეს, წყვილი 2009 წელს დაინიშნა და 2011 წლის მარტის მიწურულს იქორწინეს არგენტინაში. 2013 წლის 27 აგვისტოს შეეძინათ ბიჭი ნოა, რომელიც ვანკუვერში დაიბადა, კანადა.


imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage

http://www.youtube.com/watch?v=9qFKtT7Biws#t=106

















3
89
3-ს მოსწონს
ავტორი:ლიზა
ლიზა
89
  
2014, 23 მაისი, 14:46
მაიკლი და ლუსიანას პირველი პაემანი ლოპილატოების ოჯახში შედგა. უცნაური ის გახლავთ, რომ არც ლუსიანა და არც მისი მშობლები, ძმა და და, არცერთი არ საუბრობდნენ ინგლისურად, მაგრამ მათი კომუნიკაცია შესანიშნავად წარიმართა და ყველას ძალიან მოეწონა მაიკლი, თავად ის კი კიდევ უფრო მოხიბლული დარჩა.
ლუსიანას მჭიდრო კავშირი აქვს ოჯახთან, ის ამბობს, რომ შესაძლოა დღეში დედას და დას 10-ჯერ დაურეკოს, ამიტომაც მისთვის მნიშნველოვანი იყო ოჯახის აზრი მაიკლთან დაკავშირებით. დანარჩენი 3 დღის განმავლობაში წყვილს თან ახლდა თარჯიმანი, რომელიც სპეციალურად დაიქირავეს. ამ ვიზიტიდან 1 თვის შემდეგ ლოპილატოების ოჯახი მაიკლმა ლოს ანჯელესში მიიპატიჟა მისი ოჯახის გასაცნობად. ამ პერიოდისთვის ლუსიანამ მცირეოდენი ინგლისური ისწავლა, მაიკლმა კი ესპანური. დანარჩენ დროს iChat -ის საშუალებით კონტაქტობდნენ, ლუსიანა თავისი სახლიდან არგენტინიდან, მაიკლი კი მუდმივად ტურნეში - სხვადასხვა ქვეყნებიდან.

ნიშნობის ცერემონიას კი ასე იხსენებს ლუსიანა: "ერთ საღამოს ვვახშობდით ჩემთან სახლში - მამაჩემი, დედაჩემი, ჩემი ძმა, ჩემი და მეუღლესთან და რამდენიმე ბიძაშვილთან ერთად, უცბად მაიკლი მომიბრუნდა და ესპანურად მითხვა "მინდა შენზე ვიქორწინო", ჩვენ ყველას გაგვეცინა, ვფიქრობდით ხუმრობდა, შემდეგ კი კვლავ ესპანურად თქვა "არა სერიოზულად, მე მართლა მინდა დავქორწინდეთ" და შემდეგ ამოიღო ნიშნობის ბეჭედი და ყველა ატირდა." ლუსიანა ამბობს, რომ ძალიან ააღელვა ამგვარმა ნიშნობამ: "მე ხომ ოჯახის გოგო ვარ, იდეალური იყო ის, რომ მან ეს ჩემი ოჯახის წინაშე მითხრა."
2014, 23 მაისი, 14:45
როგორც ლუსიანა იხსენებს, ის მაიკლმა მოხიბლა სიტყვებით: ‘You’re my wife, you just don’t know it yet’
წყვილმა ერთამენთი მაიკლის კონცერტზე გაიცნო, რომელიც მან არგენტინაში, ბუენოს აირესში გამართა. ლუსიანა დაესწრო მის კონცერტს, რადგან მოსწონდა მაიკლის სიმღერები, თუმცა არც იცოდა როგორ გამოიყურებოდა ის და რაიმე მისი პიროვნების შესახებ. მაიკლი იხსენებს, რომ მან ლუსიანა ჯერ კიდევ მანქანების პარკირების ადგილას შენიშნა, ლუსიანას ის არც კი შეუნიშნავს. მაიკლის არგენტინაში ვიზიტის დროს ჟურნალისტებმა ლუს კითხეს, თუ ისურვებდა ფოტოს გადაღებას მაიკლთან ერთად (ლუსიანა ხომ ცნობილი პიროვნებაა თავის ქვეყანაში), ლუსიანამ კი უპასუხა, რომ არ სურდა ფოტოს გადაღებას ვინმე მაიკლ ბუბლესთან ერთად რადგან საერთოდ არ იცნობდა. შემდგომ ისინი კვლავ შეხვდნენ ერთანეთს, მაიკლმა ლუსიანას დაპატიჟება გადაწყვიტა, მაგრამ რადგან ის ინგლისურად არ საუბრობდა მან ლუსიანას მეგობრებიც მიიპატიჟა კონცერტის შემდგომ წვეულებაზე, მაიკლი ლუსიანას მეგობარ ბიჭს ესაუბრებოდა ინგლისურ ენაზე, ის კი უთარგმნიდა ლუს.
ლუსიანა იხსენებს, რომ მას ძალიან მოეწონა მაიკლი შესახედავად, მოხიბლა მისმა სპორტულმა აღნაგობამ, მაგრამ რატომრაც მიიჩნია, რომ ის გეი იყო და როდესაც დედამისმა დაურეკა ლუმ დანანებით უთხრა: “I am at a party with Michael Bublé, and he’s gay!” მაიკლი კი ამბობს, რომ მას თავდაპირველად ლუსიანას მეგობარი ბიჭი მისი შეყვარებული ეგონა, ხოლო როდესაც გაიგო რომ ისინი მხოლოდ მეგობრები იყვნენ ლუსიანასთან პირად კონტაქტზე გადავიდა, წვეულებაზე მან მოძებნა პიროვნება, რომელიც თარგმანში ეხმარებოდა და უთხრა ლუსიანას: "შენი ჩემი ცოლი ხარ, უბრალოდ შენ ეს ჯერ არ იცი"
“You are my wife, you just don’t know it yet.”

ლუსიანამ კი არ დაუთმო და მედიდურად და იუმურისტულად უპასუხა: "რა თქმა უნდა გსურს გავხდე შენი ცოლი, ყველა კაცს უნდა იქორწინოს ჩემზე, ვნახოთ."
“Of course you want me to be your wife, every man wants to marry me, so we will have to see!”’

კონცერტის დასრულებიდან 3 თვის შემდეგ მაიკლმა ლუსიანას მიწერა იმელით, რომ ის არგენტინაში 3 დღით აპირებდა ჩამოსვლას, რათა უფრო ახლოს გაეცნოთ ერთმანეთი და გაეცნო ის ლუსიანას თავისი ოჯახისთვის! მაიკლი და ლუსია
2014, 23 მაისი, 14:42
მომენატრა ეს გოგო... გუშინ უყურებდი YouTube ზე ძველ ვიდეოებს...
0 1 3