x
image
worldsport.ge
ჩავიმ ამერიკა იუარა

image“ბარსელონასა” და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა ჩავიმ “ნიუ-იორკ სიტის” შეთავაზება უარყო. 34 წლის ფეხბურთელთან მოლაპარაკებას “მანჩესტერ სიტის” სპორტული დირექტორი ფარან სორიანო აწარმოებდა, რომელიც ამავდროულად, ამერიკული კლუბის ინვესტორიცაა.
“ნიუ-იორკ სიტი” MLS-ში გამოსვლას 2015 წლიდან დაიწყებს. შემადგენლობის ვარსკვლავებით გაძლიერებაზე კი აქედანვე მუშაობს, მაგრამ ამ შემთხვევაში მცდელობა წარუმატებლად დასრულდა.
ჩავიმ ერთ-ერთ ესპანურ სპორტულ გამოცემასთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ კატალონიაში დიდი ხნით დარჩენა სურს და “ბარსელონას” გარდა არაფერზე ფიქრობს.

ოთარ მაღლაკელიძე

www.worldsport.ge

0
28
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
28
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0