x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
სუფრის ეტიკეტის თავისებურებანი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში
სხვადასხვა ქვეყნის სუფრის ეტიკეტში შეიძლება ვიპოვოთ ისეთი წესები, რომელთა უგულებელყოფა, სულ ცოტა, თანამესუფრეების უკმაყოფილო ირიბ გამოხედვას გამოიწვევდა. უხერხულ სიტუაციაში რომ არ აღმოჩნდეთ, გთავაზობთ გავერკვეთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სუფრის ეტიკეტის თავისებურებებში.


იაპონიაში არ ღირს საჭმელი გადასცეთ ერთმანეთს ჩხირებით, ვინაიდან ისინი გამოიყენება კრემაციული დაკრძალვების დროს ძვლების გადასაწოდებლად და ჩხირებით საჭმლის გადაცემა სუფრის წევრების უპატივცემულობას ნიშნავს.


image



კორეაში არ დაიწყოთ ჭამა მანამ, სანამ სუფრის უხუცესი წევრი არ დაიწყებს თავის ტრაპეზს.



image



ჩილეში არაფერი არ ჭამოთ ხელით, პიცაც კი.


image



ჩინეთში არ ღირს ჭამის დროს ჩხირები თანამესუფრისაკენ გაიშვიროთ.


image



იტალიაში არ მოითხოვოთ სუფრაზე ყველის დამატება, ამით შეიძლება შეფ-მზარეული გაანაწყენოთ.


image



ტანზანიაში თუ მოხვდებით, გირჩევთ სადილზე 20 წუთით მაინც დააგვიანოთ. თუ თავის დროზე მიხვალთ, ამით მასპინძელს გაანაწყენებთ.


image



რუსეთში არყის ცარიელი ბოთლები უნდა იდგას იატაკზე. მათი უკან მაგიდაზე დადება ცუდ ტონად ითვლება.


image



დიდ ბრიტანეთში სუპის მირთმევის დროს თეფში თქვენგან პირიქით უნდა გადახაროთ.


image



ჩინეთში არასოდეს არ დაანაწევროთ მაკარონი მირთმევის დროს. გრძელი მაკარონი დღეგრძელობას ნიშნავს, ხოლო მისი შუაზე გაწყვეტა სიცოცხლის შემოკლებას.


image



ინდონეზიაში საკვების მიღების დროს ხელები სულ მაგიდაზე უნდა გეწყოთ.


image



იტალიაში პირველი მიპატიჟების დროს უარი თქვით სადილზე და მხოლოდ მეორედ მიპატიჟებაზე დათანხმდით.


image



იამაიკაში მიღებულია, რომ თუ ბავშვი მანამ გასინჯავს ქათმის ხორცს, სანამ ლაპარაკს დაიწყებს, მაშინ ის ვერასოდეს ვერ ისწავლის ლაპარაკს. ასე რომ, თუ ამ ქვეყანაში მოხვდებით, უცნაურად არ მოგეჩვენოთ თქვენი მასპინძლის საქციელი.


image



ნიგერიაში მიჩნეულია, რომ ბავშვები, რომლებიც კვერცხს ჭამენ, აუცილებლად ქურდები იქნებიან, ასე რომ, იყავით თავშეკავებულნი, როცა აქ ბავშვს საჭმელს შესთავაზებთ.


image



საფრანგეთში თუ სუფრაზე მოხვდებით, ეცადეთ ნელა ჭამოთ, სწრაფად ჭამა აქ უზრდელობად ითვლება.


image


იაპონიაში არასოდეს არ დატოვოთ ჩხირები თეფშზე ვერტიკალურად- ეს რესტორნის პატრონის შეურაცხყოფაა.


image



ინდოეთში, ავღანეთში და თითქმის მთელ მუსულმანურ სამყაროში მიღებულია საჭმლის ჭამა მარჯვენა ხელით, რადგან მარცხენა ხელი აქ უწმინდურად ითვლება.


image



საფრანგეთში არ დატოვოთ საჭმელი თეფშზე და არ მოითხოვოთ კონტეინერი ნარჩენებისათვის-ეს აქ უზრდელობად ითვლება.


image



გერმანიაში ერთადერთი საკვები, რომელიც ხელით შეგიძლიათ აიღოთ-პურია.


image



ყაზახეთში თქვენ მოგიტანენ ნახევარ ფინჯან ჩაის, არ მოითხოვოთ მისი გავსება, რადგან ეს ნიშნავს, რომ მასპინძელს თქვენი წასვლა სურს.


image



აზერბაიჯანში ეცადეთ სუფრაზე არ დაგებნეთ მარილი, რადგან ეს ჩხუბს ნიშნავს. თუ მაინც მოხდა ეს არასასიამოვნო ფაქტი, მარილს ზემოდან ცოტაოდენი შაქარი დააყარეთ.


image



ეგვიპტეში ხელში არ აიღოთ სამარილე-ეს მზარეულის შეუარაცხყოფაა.


image



ესტონეთში ძირს შემთხვევით დავარდნილ პურის ნატეხს ეამბორეთ და მხოლოდ მერე გადადეთ გვერდზე.


image



სამხრეთ კორეაში, როცა რაიმე სასმელს სვამთ, თავი გვერდზე მიაბრუნეთ და ისე დალიეთ.


image






9
564
12-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
564
  
2014, 23 მაისი, 16:36
ზოგიერთი ქართულ წესებშიც არის...პურის ძირს დაგდება..მარილის დაბნევა..მეორედ მიპატიჟება....სწრაფი ჭამა კიდე..მარტო საფრანგეთში კი არა ყველგან უზრდელობაა მე მგონი..რუსებმა კიდე არაყი გინდა მაგიდაზე დადონ..გინდა იმის უკან..მაგ ლოთ ერს მაინც არაფერი გამოასწორებს
2014, 22 მაისი, 23:08
:DDDD ოხ, შენ რა ხარ...აიღე და ძალად აჭამე, თუ ძალიან გაჯიუტდა, ცეცხლიც გიჭამიათქო-უთხარი
2014, 22 მაისი, 23:06
ყველა :P მაგრამ უხუცესმა თუ ჭამა არ მოინდომა ან სკლეროზი აქვს მშიერი უნდა მოვკვდე?:D
2014, 22 მაისი, 23:01
შენ რომელი წესი მოგეწონა ყველაზე მეტად?
2014, 22 მაისი, 23:00
:D:D:D ეს მაგარი იყო
2014, 22 მაისი, 22:46
იმედია შენ ლაპარაკი უკვე იცი:DDD
2014, 22 მაისი, 22:44
ოუუ :(((( ძალიან მიყვარს ქათმის ხორციი მე :((((
2014, 22 მაისი, 22:32
აი იამაიკის წესი დაიხსომე კარგად:DDD
2014, 22 მაისი, 22:30
ძალიან საინტერესოა
0 1 9