x
image
K.P.
ლეონარდო დიკაპრიო გარდაიცვალა?

image

სულ ცოტა ხნის წინ შოკისმომგვრელი ინფორმაცია გავრცელდა, რომლის თანახმადაც მსახიობი ლეონარდო დიკაპრიო გარდაიცვალა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას "Global associated news" ავრცელებს. "მსახიობი ლეონარდო დიკაპრიო 2014 წლის 21 მაისს, სნოუბორდით სრიალისას მომხდარი ავარიის გამო გარდაიცვალა. ახალბედა სნოუბორდისტი ალპებში, სათხილამურო კურორტ "Zermatt"–ში, ოჯახისწევრებთან და მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. მოწმის მტკიცებით, ლეონარდომ სრიალის დროს წონასწორობა დაკარგა და მაღალი სიჩქარით ხეს შეეჯახა. საჰაერო საპატრულო გუნდმა მსახიობი დაუყოვნებლივ ადგილობრივ საავადმყოფოში გარდაიყვანა. თვითმხილველი ამტკიცებს, რომ ლეონარდო სამაშველო სამსახურის მოსვლამდე უკვე გარდაცვლილი იყო. მსახიობს სრიალის დროს ჩაფხუტი ეხურა, არც ალკოჰოლისა და ნარკოტიკების ზემოქმედება ეტყობოდა. დამატებით ინფორმაციას უახლოეს მომავალში მოგაწვდით, როგორც კი პრესისთვის რაიმე ახალი ამბავი იქნება ცნობილი"-წერს "Global associated news".image

მსახიობის ფანები და გულშემატკივრები შოკში არიან და იმედოვნებენ, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ჭორია. ცნობილ ადამიანებზე ხომ ათასგვარ ჭორს ავრცელებენ და "ვითომ სიკვდილიც" პიარის ბევრისათვის ნაცადი ხერხია.

ბევრი უბადლოდ შესრულებული როლის მიუხედავად ლეონარდომ ჯერ ვერ მოახერხა "ოსკარის" მიღება. იმედია გავრცელებული ინფორმაცია მხოლოდ ჭორია და მსახიობი თავს შესანიშნავად გრძნობს.imageimage


2
899
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
899
  
2014, 22 მაისი, 18:44
ტიტანიკში მისმა გმირმა შეყვარებულს შესწირა თავი ....
2014, 22 მაისი, 11:32
არადა ცოცხალია... თუ მკვდარია?! ნეტა ახლა ეს არ მენახა რა გულს მიხეთქვთ...
0 1 2