x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
ქუთაისის მერობისთვის მიმი გაბრიჩიძე იბრძოლებს
imageბლოკ "არასაპარლამენტო ოპოზიციის" ლიდერმა კახა კუკავამ ქუთაისის მერობის კანდიდატად მიმი გაბრიჩიძე წარადგინა.


"ქუთაისელებს ღირსეული ქალაქის მერი ეყოლება. მიმი გაბრიჩიძე წლების განმავლობაში სიმართლის სადარაჯოზე იდგა და ჩემს გვერდით 2007 წლის 7 ნოემბერს წინა ხაზზე იყო. დარწმუნებული ვარ, რომ ის გაიმარჯვებს, "-განაცხადა კახა კუკავამ.


როგორც მიმი გაბრიჩიძე აცხადებს, ის ქუთაისის განვითარებისთვის იზრუნებს.


"მე შევძლებ ქუთაისის ჭაობიდან ამოყვანას, განვავითარებ ქალაქს. ვიზრუნებ ქუთაისელების დასაქმებისთვის და სამართლიანობის აღდგენისთვის. შევქმნი ქუთაისის განვითარების ფონდს. ჩემი გამარჯვების შემთხვევაში, მერიის თანამშრომლებზე აღარ გაიცემა პრემიები. ერთხელ და სამუდამოდ მოვაგვარებ წყლის პრობლემას, აშენდება ახალი რეზერვუარები, "-განაცხადა მიმი გაბრიჩიძემ.


image

1
1244
2-ს მოსწონს
ავტორი:ნოდარ ჯოჯუა
ნოდარ ჯოჯუა
1244
  
2014, 27 მაისი, 10:52
ვისაც არ ეზარება ყველა კენჭს იყრის და ყველა თავისებურად ცდილობს ყველაზე დამაჯერებელი ტყუილი დაპირება თქვას:)))))
0 1 1