x
image
ვიზა კოხაძე
ეს მართლაც საოცრებაა! - "მეტი, ვიდრე უბრალოდ ყვავილები" - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ბრიტანული ქსელი
imageბრიტანულმა საიტმა ძალინ მომხიბლავი და საოცარი ფოტოების ნაკრები გამოაქვეყნა, რომელსაც უამრავი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელებში და ათასობით ადამიანის სამადლობელი კომენტარები დაიწერა.image
image

ბრიტანეთში ყოველწლიურად ტარდება კონკურსები მებაღეობის საუკეთესო დიზაინერების გამოსავლენად. შოუ მენეჯერმა ალექს დენმანმა, რომელიც "RHS Chelsea Flower Show " ხელმძღვანელობს, კონკურსში გამარჯვებული 26 წლის ახალგაზრდა ყმაწვილის შემოქმედებას " უნიკალური" უწოდა და აღნიშნა, რომ - "ჩვენს ქვეყანაში უმაღლეს დონეზე დგას მებაღეობა და კანადელმა შეძლო წარმოუდგენლად ფანტასტიკური ექსპონატები გამოეფინა, რითიც განსაკუთრებული დონის ნიჭი და უნარი გამოავლინა".

დიზაინერებმა წელს შთაგონების წყაროდ ფართო სპექტრი აიღეს, სადაც წარმოადგინეს წვრილი თეთრი ყვავილებისგან დამზადებული ფარშევანგი, ფერადი და გიგანტური ყაყაჩოს შადრევნები, გორილას სახეები წითელ ყვავილებში, რკინის ვირთხები და უამრავი სანახაობა, რომელსაც თავად დედოფალიც კი ეწვია დასათვალიერებლად.image

image


ამ უნიკალური ქმნილების ავტორი კი გახლავთ 26 წლის კანადელი Hugo BUGG, რომელმაც წლის საუკეთესო ნამუშევრისთვის ოქროს მედალი მიიღო. მან შეძლო სანიაღვრე არხებით მთელი წლის მანძილზე შეენარჩუნებინა ყვავილებისთვის სიცოცხლე.imageimageimage
imageimageimageimageimage

მნიშვნელოვანი ყურადღება მიიპყრო მეორე მსოფლიო ომის დროს აფეთქებული აუზების, სანგრების, ნაპოვნი სასაფლაოების განსაცვიფრებელმა დიზაინმა.


imageimageimageimageimage
ამჟამად კი უამრავი დამთვალიერებელი ტურისტი სტუმრობს გამოფენას, რომელიც ლონდონის ცენტრში ეწყობა ყოველწლიურად. წყაროზე დაყრდნობით დღეისათვის 160 ათასმა კაცმა ნახა დიდებული სანახაობა.imageimage
image





3
119
7-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
119
  
2014, 21 მაისი, 18:46
საოცრებაა.
2014, 21 მაისი, 13:44
გავგიჟდი
2014, 21 მაისი, 12:03
წლების მატებასთან ერთად, ყვავილების სიყვარულიც მემატება....ჩემი ოცნებაა სიბერეში პატარა ყვავილების სათბური მქონდეს
0 1 3