x
image
worldsport.ge
გიგზმა კარიერა დაასრულა

imageინგლისის საფეხბურთო კლუბ “მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდარულმა უელსელმა ნახევარმცველმა რაიან გიგზმა კარიერა დაასრულა. ამის შესახებ მანჩესტერელთა ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
გიგზი, რომელია ამჟამად 40 წლისაა, “მანჩესტერ იუნაიტედში” 1990-2014 წლებში გამოდიოდა და ყველა ტურნირზე ჩატარებულ 963 მატჩში 168 გოლი გაიტანა. ის 13-ჯერ ინგლისის ჩემპიონი გახდა, 4-4-ჯერ ინგლისის ასოციაციისა და ლიგის თასები მოიპოვა, ხოლო 2-ჯერ ჩემპიონთა ლიგაში იმარჯვა. თითოჯერ ევროპის სუპერთასი, საკონტინენტთაშორისო თასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.
განვლილ სეზონში, გიგზი მოთამაშე-მწვრთნელი იყო, ხოლო დევიდ მოიესის გუნდიდან გაშვების შემდეგ, დროებით მთავარი მწვრთნელი გახდა. მომავალ სეზონში, იგი მანჩესტერელთა ახალი თავკაცის ლუის ვან გაალის თანაშემწე იქნება.

ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
25
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
25
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0