x
image
რედაქტორი
უგემრიელესი ჯემიანი ნამცხვარი
image

ინგრედიენტები:


- 200 გ ფქვილი
- 150 გ დაფქული თხილი ან ნუში
- ½ ჩ.კ დაფქული დარიჩინი
- მწიკვი დაფქული მიხაკი

- 125 გ კარაქი
- 100 გ შაქარი
- 1 კვერცხი
- 4 ს.კ რძე


- 1 ჩ.კ სოდა ძმრით


შიგთავსისთვის:


- 200-250გრ ალუბლის ჯემი.(ან რომელიც თქვენ გინდათ)


კვერცხი და შაქარი კარგად ავთქვიფოთ მიქსერით დავუმატოთ კარაქი და და რძე და სხვა დანარჩენი ინგრედიენტები, მოვზილოთ კარგად. 30 წუთით მაცივარში გააციეთ. შემდეგ ცომის 2/3 გააბრტყელეთ და

ჩააფინეთ ცხიმწასმულ, საშუალო ზომის გვერდებიან ფორმაში ზემოდან გაანაწილეთ ჯემი. დარჩენილი ცომი გააბრტყელეთ, დაჭერით ლენტებად (ან სხვა სასურველ ფიგურებად) და ზემოდან დაადეთ ნამცხვარს. გამოაცხვეთ 175 გრადუსზე, 40-45 წუთი. გააციეთ, მოაყარეთ შაქრის პუდრა და დაჭერით.


გემრიელად მიირთვით!



0
687
2-ს მოსწონს
ავტორი:რედაქტორი
რედაქტორი
687
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0