x
image
worldsport.ge
ფალკაო იმედს არ კარგავს

imageკოლუმბიის ეროვნული ნაკრების და ფრანგული "მონაკოს" თავდამსხმელს რადამელ ფალკაოს ჯერ კიდევ აქვს იმედი, რომ ბრაზილიაში მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშს შეძლებს.
რადამელ ფალკაომ იანვარში მძიმე ტრავმა მიიღო. კოლუმბიელი ფეხბურთელის მამამ პარასკევს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ფალკაო მუნდიალისთვის მზად არაა.
"რა თქმა უნდა, ბევრი თამაში გამოვტოვე და სათამაშო დრო მაკლია. თუ კარგად ვიგრძნობ თავს, მუნდიალზე წავალ. თანაგრძნობა არ მჭირდება და მწვრთნელის გადაწყვეტილებას მივიღებ. ყოველდღიურად უკეთესად ვხდები, მუხლზე პრობლემები არ მაქვს და ეს ძალიან მახარებს. ყოველდღე დარბაზში ვვარჯიშობ და ბურთზე კონტროლსაც ვეჩვევი, ” - განუცხადა ესპანურ "მარკას" ფალკაომ.


გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
24
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
24
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0