x
image
worldsport.ge
სანია “არსენალს” დაემშვიდობა

imageლონდონის “არსენალის” მცველმა ბაკარი სანიამ თანაგუნდელებს აცნობა, რომ კარიერას “მანჩესტერ სიტიში” განაგრძობს. The Times-ის ინფორმაციით, 31 წლის ფეხბურთელი ინგლისის მოქმედი ჩემპიონის რიგებში თავისუფალი აგენტის სტატუსით ჩაირიცხება.
ახლახან გავრცელდა ხმები, რომ “სიტი” სანიას სამწლიან კონტრაქტს ჰპირდება, 100 ათას გირვანქასტერლინგიანი ყოველკვირეული ხელფასით, მაშინ, როცა “მეთოფეების” შეთავაზება 2+1 წელი და ყოველკვირეული 80 ათასი იყო.
პრემიერლიგის გასულ სეზონში ბაკარი სანიამ 35 თამაში ჩაატარა და თავი 1 გოლით და 4 საგოლე პასით გამოიჩინა.

ოთარ მაღლაკელიძე

www.worldsport.ge

0
29
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
29
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0