x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
სამართალდამცავებმა გოგი წულაია დააკავეს
საპატრულო პოლიციამ, ბლოკ "არასაპარლამენტო ოპოზიციის" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაია დააკავა.


imageროგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ტატო კუჭავა აცხადებს, წულაია საპატრულო პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით არის დაკავებული.


"გოგი წულაია საპატრულო პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით არის დაკავებული. ეს გახლავთ 173 მუხლი, რომელიც წულაიამ დაარღვია, "–განაცხადა ტატო კუჭავამ.


წულიას დაკავებას პოლიტიკური ნიშნით აფასებს, "არასაპარლამენტო ოპოზიციის" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე ზვიად წაქაძე.



"წულაია ავტომანქანით გადაადგილდებოდა. ერთ–ერთ ქუჩაზე გზა იყო გადაკეტილი. იგი მანქანიდან ჩამოვიდა და პატრულის თანამშრომელს უთხრა, რატომ არის გადაკეტილი გზა? ურთიერთშელაპარაკების შემდეგ მოხდა მისი დაკავება. ახლა საპატრულო პოლიციაში იმყოფება და არ მგონია დღეს გაათავისუფლონ. წულაიას დაკავება განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების გამო მოხდა. ხვალ იუსტიციის სახლის წინ აქციის გამართვას ვაპირებდით, ალბათ გაიგეს ეს ამბავი და ამიტომაც დააკავეს წულაია, "–განაცხადა ზვიად წაქაძემ.


ცნობისთვის, გოგი წულაიას სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება.

image

0
374
შეფასება არ არის
ავტორი:ნოდარ ჯოჯუა
ნოდარ ჯოჯუა
374
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0