x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ლამაზად და ბუნებრივად დაბერებული ვარსკვლავები, მათი სილამაზის საიდუმლო.
დაბერების საკითხი მეტად მტკივნეული თემაა, განსაკუთრებით კი "ეტკივილებათ" ცნობად სახეებს, რომლებიც ცხოვრების უმეტეს ნაწილს ტელეეკრანებსა და წითელ ხალიჩაზე, ერთი სიტყვით პუბლიკის წინ ატარებენ. თუმცაღა გარდაუვალი ხვედრია და ზოგი ბერდება ლამაზად და მომხიბვლელად, უმეტესი ნაწილი კი ასაკში პლასტიკურ ქირურგიას მიმართავს, რომლის წყალობითაც თაობიდან თაობებს ამახსოვრდება იგი როგორც ყოველთვის მიმზიდველი და შეუდარებელი. ეხლა კი მოდით, ყველამ ერთად გადავავლოთ თვალი თუ რა სილამაზის ელექსირს ფლობენ ვარსკვლავები, რომლის საიდუმლოსაც ფარდა ყველასათვის კარგად ნაცნობმა პლასტიკურმა ქირურგმა Tony Yuen-მა ახადა. ცნობადი ვარსკვლავების თითქმის ყველა პლასტიკური ქირურგიისთვის ექიმ ტონის მიმართავს, ამიტომ ექიმი ყველა ვარსკვლავის სილამაზეზე ობიექტურად საუბრობს:


1. Madonna. აქვს თუ არა ქირურგიული ჩარევით შეტანილი კორექცია მომღერალს საკუთარ გარეგნობაში? ფოტოზე, რომელსაც წარმოგიდგენთ- მადონა გადაღებულია 1985 წელს (მარცხნივ) და 2009 წელს (მარჯვნივ). 51 წელს გადაცილებული მომღერალი კი არაჩვეულებრივად გამოიყურება ყველა აღნიშნავდით, ეს კი ლაზერული "რესურფაციით" (გადალესვა, განახლება), კანის დაჭიმვითა და კანქვეშა ინექციით გახადა შესაძლებელი. ასევე აწეული აქვს პლასტიკურად ქუთუთოები.


image




2. Cindy Crawford. პოპულარული სუპერმოდელი დღემდე იდეალურად გამოიყურება დამეთანხმებით. თუმცაღა მან მხოლოდ და მხოლოდ კანის გამკვრივება გაიკეთა პლასტიკური ქირურგიის წყალობით-eMatrix, სხვა დანარჩენი აქვს ნატურალური და მხოლოდ მისი შესანიშნავად მოვლის წყალობაა. ფოტო გადაღებულია 1990 წელს (მარცხნივ) და 2009 წელს (მარჯვნივ).


image




3. Courteney Cox. მსახიობი და პლასტიკური ქირურგია განუყრელი მეგობრები არიან. კოქსმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ახალგაზრდა და შეუდარებელი ყოფილიყო და რაღა თქმა უნდა ქირურგიული ჩარევის გზებით. ერთი სიტყვით ტუჩი, კანი, მთლიანი სახე პლასტიკური და ბოტოქსის შედეგად აქვს ისეთი, როგორც ამჟამად გამოიყურება. ფოტო გადაღებულია 1996 წელსა და 2009 წელს.

image




4. Ellen Barkin. 55 წელს გადაცილებულ ვარსკვლავებს შორის ელენი არაჩვეულებრივად გამოიყურება, რაც მეტ-ნაკლებად ქირურგიული ჩარევის ეფექტია და უმეტესობა კი მხოლოდ მისი ბუნებრივად მოვლის. წარბები დღეს უფრო აწეული აქვს, რაც ენდოსკოპიური ლიფტის შედეგია, თვალის ზედა ქუთუთოებიც გამკვრივებული აქვს, ლაზერული მკურნალობით კი კანი გლუვია, ხოლო Prevelle-ს ინექციით ტუჩები დაბერილი. ფოტო გადაღებულია 1996 წელსა და 2009 წელს.

image




5. George Clooney. ქალთა რისხვა და მამაკაცთა შურის ობიექტი კარგა ხანია 48 წელს გადაცილდა, თუმცა მაინც შესანიშნავად გამოიყურება და თქვენდა გასაოცად მას არცერთი პლასტიკური ოპერაცია არ აქვს გაკეთებული, მხოლოდ ბუნებრივად უფრთხილდება სილამაზეს. ფოტო გადაღებულია 1988 წელს და 2009 წელს.

image




6. Jessica Lange. ბოლო წლებში მიმართა 60 წელს გადაცილებულმა მსახიობმა პლასტიკურ ქირურგიას, გამოყენებული აქვს ენდოსკოპიური ლიფტისა და ბოტოქსის კომბინაცია, რამაც საგრძნობლად აზიდა და შეცვალა ზედა-ქვედა ქუთუთო და წარბებიც. ფოტო გადაღებულია 1976 წელსა და 2009 წელს.

image




7. al Pacino. უდაო მსახიობი 69 წელს გადაცდა, თუმცა დღემდე აქტუალურად ჰყავს თაყვანისმცემელი. სახის კორექციას რაც შეეხება, ზედა ქუთუთოები აქვს მხოლოდ აწეული, სხვა ყველა ნაკვთი და ორგანო იდეალურად ბერდება მასთან ერთად. ფოტო გადაღებულია 1992 წელსა და 2009 წელს.

image





8. Susan Sarandon. 63 წელს გადაცილებული მსახიობი, ისე არაჩვეულებრივად გამოიყურება როგორც უწინ. მან უარი განაცხადა პლასტიკურ ქირურგიაზე და საკუთარი მოვლით დაკავდა, შედეგიც არაჩვეულებრივია, მისი კანი ბუნებრივად და არაჩვეულებრივად გამოიყურება. ფოტო გადაღებულია 1995 წელსა და 2008 წელს.

image




9. Johnny Depp. უნიჭიერესი მსახიობი ჭორების და მიუხედავად პლასტიკურ ქირურგიას არ მიმართავს ხოლმე და არის ის რაც არის ბუნებრივად და მშვენივრად გამოიყურება იმის კვალობაზე, რომ 46 წელს გადაცდა. ფოტო გადაღებულია 1990 წელსა და 2009 წელს.

image




10. Michael Douglas. მსახიობმა 2-ჯერ გადაიჭიმა კანი და აიწია ზედა ქუთუთო, ისიც ბოლო დროს მიმართა პლასტიკურ ქირურგიას, ვინაიდან 65 წელს გადაცდა და ახალგაზრდა ცოლს ძალიან რომ არ ჩამორჩენოდა ასაკით. ფოტო გადაღებულია 1976 წელსა და 2009 წელს.

image





11. Meg Ryan. ბოლო დროს არაჩვეულებრივი მსახიობი უფრო დამშვენდა, ტუჩები გაილამაზა Gortex-ის იმპლატანტის მეშვეობით. ფოტო გადაღებულია 1998 წელსა და 2009 წელს.

image





12. Meryl Streep. არაჩვეულებრივი, 60 წელს გადაცილებული მსახიობი იდეალურად გამოიყურება თავის ასაკში, თქვენდა გასაოცად არანაირი პლასტიკური ქირურგია არ გამოუყენებია, ადრე მხოლოდ მცდელობა იყო ქიმიური "პილინგისა", თუმცა ამასაც შეეშვა. ფოტო გადაღებულია 1980 წელსა და 2009 წელს.

image





13. Nicole Kidman. 42 წელს გადაცილებულ მსახიობს ამ ბოლო დროს შეატყობდით, რომ სახის ფორმა შეეცვალა. მან დაიბერა ტუჩები, შუბლში გაიკეთა ბოტოქსი, ლოყებში გაიკეთა Sculptra-ს ინექცია, ასევე აიჭიმა და გაიმსხვილა წარბები, რაც მის სხვა ფოტოებზე უფრო ჩანს, ვიდრე ამ ფოტოზე. ფოტო გადაღებულია 1997 წელსა და 2009 წელს.

image





14. Priscilla Presley. მხოლოდ რამოდენიმე წლის წინ გამოტყდა 64 წელს გადაცილებული პრისცილა, რომ იყენებდა სილიკონის ინექციებს, რაც არა პროგნოზირებადი აღმოჩნდა, ასევე კანი აქვს არაბუნებრივად გლუვი, რაც მისი გადაჭარბებული ლაზერული მკურნალობის შედეგია, შუბლი აქვს ბოტოქსის და ლოყები და ტუჩებიც ცხიმის შემავსებლებით გაბერილი. ფოტო გადაღებულია 1968 წელსა და 2009 წელს.

image




15. Sharon Stone. 51 წელს გადაცილებული მსახიობი შეუდარებლად ბერდება, რაც სულაც არ არის პლასტიკური ქირურგიის შედეგი, უბრალოდ იგი ლაზერულ მკურნალობასა და ქიმიურ "პილინგს" მიმართავს დრო და დრო. ფოტო გადაღებულია 1994 წელსა და 2009 წელს.

image





16. Sheryl Crow. 47 წელს გადაცილებულმა მსახიობმა დაძლია მკერდის კიბო და ყოველგვარი პლასტიკური ქირურგიის შედეგად გამოიყურება იდეალურად. ფოტო გადაღებულია 1996 წელსა და 2009 წელს.

image





17. Sylvester Stallone. 63 წელს გადაცილებული "რემბოდ" ცნობილ მსახიობს წარბები და ქუთუთოები სილიკონის იმპლატანტის მეშვეობით აქვს აწეული.

image

5
1312
13-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1312
  
2014, 15 მაისი, 21:07
მეც ძალიან მომწონს ♥ ♥ ♥
2014, 15 მაისი, 17:38
ნიკოლზე ვგიჟდები ისე მიყვარს. უმაგრესი ქალია....
2014, 15 მაისი, 12:52
სტალონე რა კაციაა :D
2014, 15 მაისი, 10:07
მადლობა მანჩოს :* მართალი ხარ ჩემო, რა ბოტოქსი, რის პლასტიკა, საცხებლებს და ფერუმარილსაც იშვიათად მივმართავ, (საჭიროების შემთხვევაში მხოლოდ) რეკლამას არ ვიკეთებ, მაგრამ 6 წლით ახალგაზრდად გამოვიყურები, ვიდრე ვარ.
2014, 15 მაისი, 10:03
წლებს ვერსად გაექცევი, ეს ბუნების კანონია. ჯობია ბუნებრივად დაბერდე, ვიდრე ზოგიერთივით ურჩხუყლს დაემსაგავსო. ბევრი ლაიქი მეას:)))
0 1 5